ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: იუმორისტული
5 ივნისი, 2015


გაჭირვებამ რა ჰქმნა ))

          გუშინ გამოცდიდან გამოვედი თუ არა ეგრევე დაიწყო ჩემი ვითომ და საქმიანი გადარბენები, ჰო და შევვარდი ავტობუსში, ბიჭები მელოდებიან უნდა გავაცილო. ნუ ავტობუსი როგორც ყოველთვის გაჭედილი თუ გადაჭედილი (როგორცაა), სტამბულის საცობი, შუადღის სიცხე და მე მეჩქარება. ერთი გაჩერება იყო დარჩენილი როცა ერთმა დაბნეულმა მგზავრმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, ასე ჩემი ასაკის ქერა ბიჭია, ჯერ მონიტორს შეხედავს, მერე ტელეფონს, მერე გარეთ გაიხედავს, აშკარაა რომ უცხოელია და ინტერნეტში მოძიებული გაჩერებები ვერ დაამთხვია ავტობუსის გაჩერებას. კი ჩავწვდი მის გასაჭირს, მარა ვჩქარობ, ჩემი გაჩერება ახლოვდება და დიალოგს თავს ვარიდებ, თან ამდენ ხალხში რა აუცილებელია მე გამოვიჩინო ყურადღება მეთქი - გავიფიქრე. არ ვიცი ზურგჩანთით ნამეტარი სტუდენტურად გამოვიყურებოდი, თუ მიხვდა რომ ვაკვირდებოდი, რამოდენიმე მგზავრი შეაწუხა, ჩემამდე გამოტოპა და ინგლისურად, ძალიან თავაზიანად მეკითხება ავტობუსის ნომერს. სხვა რაღა გზა იყო, ჩემი არც თუ ისე საამაყო ინგლისურით მაქსიმალურად მოკლედ გამოვკითხე საით მიდიოდა, ავუხსენი რომ ავტობუსის ნომერი სწორია, მაგრამ არასწორი მიმართულებით გაყვა და გზის საპირისპირო მხრიდან უნდა გაყვეს იგივე ნომერს. გაუხარდა და გააგრძელა დიალოგი მიუხედავად ჩემი ლაკონურობისა -ძლივს ვიპოვე ინგლისურის მცოდნეო, აქ რატო არ იციანო და ა.შ. გავხედე გზას ისევ ნელა მივიწევთ საცობში, ასე რომ მაქვს კიდევ ასე 5 წუთი გაჩერებამდე, ჰო და წავედი რისკზე და ვკითხე -სადაური ხარ მეთქი. - ჯორჯია. უცებ ამიტყდა სიცილი. იმან ალბათ იფიქრა რომ საქართველოს დავცინე, დაიძაბა და სერიოზული ტონით მეკითხება -შენ სადაური ხარ?  ჯორჯია - სასწრაფოდ ვუპასუხე სანამ შემაგინებდა და მერე ორივემ ბოლო ხმაზე ვიცინეთ. ჩემი ქართველობა ასეთი სახალისო ჯერ არ ყოფილა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები