ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
19 ივნისი, 2015


ბეჰემოთის ნატვრა

ნეტავი ვიყო კურდღელი,
რომ ყოფნის ხუთი სტაფილო,
ზამთარშიც გადის იოლად,
კუნელი ჰქონდეს საკბილოდ.
ანდა რომ ვიყო თოლია,
ანდა გრძელფეხა ის ყანჩა,
თევზსა და წყალსა ორივეს,
ერთი მდინარიდან რომ ყლაპავს.
რომ აღარ დავრჩე მშიერი,
ლამის მთელი ტყე მე მინდა,
წყალს კი სულ ნუღარ იკითხავთ,
წყურვილს მდინარე თუ მიკლავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები