ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2015


ც. წ. -ს

ჩემო დაია, ნუგეშინად, შენღა შემომრჩი,
არც ისე ხშირად მოკითხულო - ჩემგან, - რას ვიზამ...
გახდა ეს ყოფა ქოფაკივით უშნო, უღმერთო:
გაზაფხულიც კი გვიანდება საქართველოში, -
და შეგვრჩენია თუ კიდევ რამ - ბრძოლის ქარიზმა,
მოდი და ყოფას - ამ ლექსებით, ჩვენც დავუყეფოთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები