ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2015


* * *

ამ რამდენიმე ღერსაც მოვწევ, ხოლო მერე კი
გავდევნი ფიქრებს შენისლულს და შეუნისლავად
მოვალ შენამდე მაწევარი, როგორც მარეკი,
რომ დავარღვიო დადებული თავთან ნიძლავი,
რომ მე არ მსურდი,
რომ პოეზია-უშენობის არის აბსურდი,
რომ შენობაა შენობაშიც და მის გარეთაც,
აღმოსავლეთით, დასავლეთით,
სამხრით, ჩრდილოთი,
რომ ყველა სხეულს მივემსგავსე შენი ტილოთი,
მხოლოდ შენ ნახე, ჩემი სახე, როგორ ტიროდა,
ყველა ფუღურო შევიძულე უმიკიოტო,
უმი თინუსი, უმი სუში, უმი კიოტო,
მხოლოდ შენ ნახე, რომ პოეტის გვამი კიოდა,
გვათოლიე და გვაბეღურე, გვამიკიოტე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები