ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2015


დაგიწერე ერთი ლექსი

დაგიწერე ერთი ლექსი
           
            ერთი ნაცნობი შემომიჩნდა,
          ჩვენს ძამაკცობას პატივი ეცი და
          ისეთი ლექსი დამიწერე, რომ ჩემმა
          შთამომავლობამ დიდი წინაპრით
          იამაყოსო.’’

დამიწერე ერთი ლექსი, შემომიჩნდა ,,ძმაკაცი,’’
რადგან საქმე აღარ მქონდა, ავიღე და დავთანხმდი.
ვიფიქრე და გადავწყვიტე, თემა თვითონ მოეცა,
არ ველოდი ასეთ რამეს, ,,ღრანჭი გვერდზე’’ მომექცა.
სიყვარული არ ახსენა, არც ისურვა ოცნება,
მომახალა პირდაპირ და აზრი სიტყვით ,,მოცერა.’’
,,მბრძანებელი ცხრა მთისა და მეფეთ-მეფე გიორგი,
ხმალს ვაქნევდი, სისხლს ვანთხევდი, დიად საქმეს ვიქმოდი!-
ასე მსურს და ასე მინდა, შემიშფოთე თაობა ...
ზედმეტს ხომ არ ვლაპარაკობ? ... მგონი კარგი გამოვა!’’-
რა მეთქმოდა მძლეთა-მძლეზე, ბრალი იყო ეს ჩემი,
ბრაზი უცებ დავიოკე, ,,გუდას თასმა შევხსენი;’’
დრო ვითხოვე, რომ მეპოვა საქებარი სიტყვები,
მივადექი გულის კუნჭულს, დაობებულს სიძველით.
გადავქექე ,,ალია’’ და ამოვჩითე ,,ბალია,’’
შევესიტყვე მზეს და მთვარეს, აზრს ვეძებდი გვარიანს.
რაც არ იყო, რა იწვოდა, რა ელავდა სინათლედ?
ვიფიქრე და ბოლო-ბოლო, ,,საკადრელი ვიკადრე;’’-
,,ცხოვრებაში არ გყოლია, ორი ბატიც სამწყემსი,
,,ქვაზე მადლი არ დაგიდევს,’’ გზას მიჰყვები დაწყევლილს!’’ ...
მაგრამ ბრძენი გამოსავალს, ჯოჯოხეთშიც იპოვის,
თუ ძარღვებში უჩხრიალებს წინაპრების იქორი;
მსუყე რითმას დააპურებს, მტერს ისარით განგვმირავ,
გაიხარებს მოყვასი და იკისკისებს სატირა. -
,,დედამიწის მბრძანებელო, ომში ბრძოლით უძღებო!
ყოჩის დუმა მორთმეული, ჰა, ერთ ლუკმად თუ გეყო,
ლუარსაბის დღეებს ეტრფი, მუცლით ზომავ ჭაღარას ...
,,კაჟა’’ კერპად გაიხადე, ფულზე ფიქრმა დაგღალა’’ ...
,,ჭირი იქა, ლხინი აქა!’’... დავასრულე იგავი -
თუ კაცი ხარ, კაცად დარჩი, კაცი მუდამ იყავი!’’ -


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები