ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2015


ეგეთი ლამაზმანები

ა, ეგეთები მიყვარან -
ტანწერწეტები... ნაღდები,
ცეკვის კაბებით მორთულნი,
მოსილნი შარავანდებით.

შორიდან ვეტრფი ეშხიანთ,
ლექსებით ვეთაყვანები,
ერს კიდევ ბევრი გვყოლოდეს
ეგეთი ლამაზმანები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები