ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2015


ქეთის

სიტყვებს რომ ვერსად ვერ გაექცევი,
სტრიქონებს შორის ღიმილი დნება,
აფეთქდებიან შენი ლექსები
ტკივილად,ქარად,ცრემლებად,ფრთებად.
მუზა გკითხულობს, როგორა ხარო,
პატარა ქალო, რითმისთითება,
სიტკბოდქცეული სიტყვები ხარობს
თლილი სულიდან მზე რომ ინთება.
შენი ხილვები მიმკობენ აწმყოს-
ლურჯი დღეებით შემოგარსული,
ეფემერული შენი აწმყო ხარ,
მივიწყებული თბილი წარსული.
ის, რაც  ჩემია შენი გულიდან,
ლექსთაცვენაა ტკივილის, ტვირთის,
შენ პოეზიის გაზაფხული ხარ
და მაჯებიდან სამშობლო გითრთის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს