ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2015


მიტინგი...

ფრთხილად დადიან არ ტოვებენ ჩრდილებს,
ხალხი და საკითხავია;
ან საერთოდ რისთვის დადიან?!
ავლაბრელს სომეხს, სწყინს,
რომ მისი სახელოსნო მიჰყიდეს ჩინელს...
ლანძღავს მთავრობას და თან ისე ამბობს:
-„მაგათ ბრალია“.ს

უკან დასახევს რომ იტოვებს თუ შეედავე...
(პოლიტიკას არ მსურს შევეხოთ)
ისევ ხელობას ვუბრუნდები, ვუქებ მარჯვენას
და მერე ოჯახს...
ის ამბობს:-"მიყვარს ქართული ცეკვა"
აქებს შალახოს

და ამით მორჩა საუბარი როგორც ასეთი...
ქუჩაში ჯერ კვლავ ხალხმრავლობა არის მიტინგის.
მოხუცი ქალი დაატარებს ჟურნალ გაზეთებს,
ვიღაცა ისევ კომუნისტურ რეჟიმს მისტირის...

აღარაფერი აღარ ხდება ახლა ჩემთვის და
(ვერ მოგატყუებთ მივეჩვიე ხან არც მესმოდეს)
საყელოს ვიწევ, დღეს რაღაცა ძაან აცივდა,
გთხოვთ მომიტევეთ აჩქარება ჩემი ესოდენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები