ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2015


უცხო

ვწერე სისხლიანი ეპისტოლე,
სულის უხერხული პარაბოლა,
ვეღარ ამიტანეთ მეფის ტოლი
ბოლო ნაფაზივით გამაბოლეთ.
როგორც განწირული მონსერატი,
ლავას შეზელილი მეინახე,
თქვენგან პირფერობა მოსერავდა
ჩემ ზღვას. სიკვდილივით შევინახე
ყველა ალიონი, აპრიორულ
პატიმრობას ჰგავდა; არაფერი
დარჩა საკითხავი.აპირებენ
ისე ნაადრევად დამაბერონ,
ანუ ჩამომახრჩონ დანანებით,
როგორც უსარგებლო, ძველი ბადე;
მაიმუნებს ჭამენ ბანანები,
თითქოს ვერასოდეს დავიბადე.
ახლა ადვილია მეფის ტოლი,
იყოს თუქსუსი და თან ლაქია;
ასე დავასრულე ეპისტოლე,
ირგვლივ უჩემობის ქალაქია.





გუშინ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები