ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2015


ისე წარმტაცად მღერი... (ნინი შერმადინს)

შენ მკერდში გიცემს გული ქართული,
ისე წარმტაცად მღერი...
ფეხზე ამაყად წამომართული
ტაშს გიკრავს მთელი ერი.

სხვა რამ არც გინდა... დამილოცნია
შენი ფუძე და ჭერი,
სიზმარში ბევრჯერ დამიკოცნია
შენი ჯეირნის ყელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები