ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2015


"ადამიანად ყოფნის სევდა"

გულუბრყვილობის სენი მჭირს,
რომელსაც დიდი იმუნიტეტი აქვს
რეალობაზე. რაც არუნდა ცხადი იყოს იგი -
არ იღებს და მაინც სჯერა რაღაც დიადის,
სიკეთის სჯერა და თვალებდათხრილი -
რეალობისგან, სულ ვეღარ ამჩნევს
იმ გულგრილობას, იმ გვერდით ეფექტს,
რომელიც ყველაფერს თავისფრად ღებავს:
სიხარულს,
წყენას,
ღალატს,
სიბილწეს,
სიკეთეს, -
ყველაფერს უძებნის გამართლებას და
ყველას თვალში რჩება მტყუანი:
მაშასადამე - მარტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები