ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
17 ივლისი, 2015


ჭკვიანს სწავლა უნდა


ინგლისიდან ჩამოფრინდა
ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი,
მასპინძლად იქ ეგულება
კუდბათქუნა ციყვი.

ინგლისურის შესასწავლად
შექმნა ჯგუფი "ბეცი",
მოდას აყვნენ,ეწერება
ჯგუფში ყველა მხეცი.

ფრინველებმაც კი ბარტყები
მრავლად მოიყვანეს,
ჩხიკვისთვის კი საჩუქრებად
რა არ მოიტანეს:

ყვავილები, ჭია-ღუა,
მატლები თუ სოკო,
"ჩვენ შენ ნუგბარს არ მოგაკლებთ,
მათ ასწავლე ოღონდ".

წუთს არ აცდენს მართლაც ჩხიკვი,
ხმა ჩაუწყდა თითქმის,
მერამდენედ იმეორებს
თუ რა როგორ ითქმის.

დაფად თეთრი ლოდი ჰქონდა,
ზედ ნახშირით წერდა,
ყველას ჯობდა დაზუთხვაში
თუთიყუში გერდა.

დათვის ბელიც ინგლისურად
მალე აბურტყუნდა,
ყვავსაც შვილი უცხოურად
აამღეროს უნდა.

მგელი,მელა,ტურა, დათვი,
შაშვი,მტრედი,ქორი,
მონდომებით სწავლობს ყველა,
ზარმაცია ღორი.

დაღრუჩუნებს;-რად მინდაო,
მე ინგლისში წავალ?
ამ ტყეში კი ქართულითაც
ხომ იოლად გავალ?

ხან ურჩიეს,ხან დასცინეს,
არაფერმა გაჭრა,
ყველაფერი ეზარება
ჭამის, ძილის გარდა .

ხო,და ღრუტუ, მაგ ტლაპოში
იგორავებ მუდამ,
უტვინო ხარ, ყველა ჭკვიანს
სწავლა გულით უნდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები