ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2015


სტოპ-კადრი (მეუღლეს)

ფოტოკადრია ეს ცხოვრება, ჩემო...
ერთი სტოპკადრი...
და იმახსოვრებ მერე ამ კადრს
მთელი დარჩენილი წლების და
დარჩენილი დღეების მანძილზე
და ცოცხლობ,
იბრძვი,
სუნთქავ ამ კადრით...
საკუთარ ცხოვრებას რეჟისორობ,
საკუთარი ტკივილების მემონტაჟე ხარ -
ჭრი და ალაგებ დღეებს, საათებს, წუთებს და წამებს,
ჭრი და ალაგებ,
რომ:
ერთფეროვანი დღეების გროვაში,
ნაცრისფერი კადრების გროვაში
ამოარჩიო ის ერთადერთი
სტოპ-კადრი,
რომლის გულისთვისაც ერთხელაც იტყვი:
ღირდა ტკივილად...
ფოტოკადრია ეს ცხოვრება, ჩემო...
და მე და შენ და ჩვენ ვინახავთ ახლა
ჩვენი შეხვედრის იმ ერთადერთ კადრს,
სტოპ-კადრს, როდესაც
მონასტერში ამოგაკითხე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები