ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2015


ბრუნავს

ბრუნავს დედამიწა და ისევ ჯორდანო
ამტკიცებ -ტრიალებს სამყარო,
რა იცი ჯორდანო, რომ ქვეყნად ტკივილი
ამ ბურთის გამხდარა სამსჯავრო...
მე ომი წავაგე და ვერც მან მოიგო,
მსხვერპლი კი გავიღეთ ყველამ,
ოცი საუკუნე მოსთქვამდა მსოფლიო,
ოცჯერ დაიღალა ენა...
ღერძი დედანიწას უკვე მოაცალეს,
სივრცეში დიდ მასად ბრუნავს,
შენ სადღაც წარსულში დაეძებ ნაკვალევს,
მე კი მომავალი მთრგუნავს...
ბრუნავს დედამიწა და ჰოი ჯორდანო,
ამტკიცე სამყაროს ტრიალი,
რა იცი ჯორდანო, რომ მას ატრიალებს
გულების ტკივილი ტიალი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები