* * *
ღმერთო, დაიფარე საქართველო, ცაზე შემოკარი კამარა, მტერო ჩემი მიწა არ გათელო, სხვამ რომ გათოხნა და გაბარა.
მუშტად ნიკოფსია დარუბანდის ნაბიჯს არ შევარცხვენ, გპირდებით. შავ ზღვას ხელბორკილით გაუბანტეს, სულ სხვა აფხაზეთის კვირტები.
ღმერთო, აგვიმაღლე ლოცვის ძალა, თაღებს სანამ შერჩათ ფრესკები. მტერო რაღა ახლა მოიცალე?! მოყვასს რაღა ახლა ვბეზრდები.
ტყვიანაგვემია ოჩამჩირეც, მოსჩანს სოხუმური სურათი. იცავს ქართველობის მოაჯირებს ზღვიდან - გორგილაძე ზურაბი.
ნახე, გალაკტიონს რევოლვერი, ხელში მეცამეტედ უჭირავს. თვალის შევლებით და შემორბენით ზეცაც მქუხარე და ურჩია.
ღმერთო, ამიმაღლე ლოცვის ძალა, ჩემი საქართველოს ფრესკებით. მტერო რაღა ახლა მოიცალე?! მოყვასს რაღა ახლა ვბეზრდებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|