| ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 23 სექტემბერი, 2015 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
საბჭოთა კავშირი სულს ღაფავდა. მაგრამ დილის ექვს საათზე რადიოში მაინც ამაყად გაისმოდა ჰიმნი. იმხანად იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. აქ უცნაური ამბები ხდებოდა რადგან საერთო ტუალეტი გვქონდა, ყველა საკუთარი ნათურებით დავდიოდით, ჯიბეგამობერილები.შევიდოდით,ნათურას მივუყენებდით , აინთებოდა და სანამ ჩვენი საქმით ვიყავით გართულნი, ენთო, მერე მოვხსნიდით, ისევ ჯიბეში ჩავიდებდით და გამოვიდოდით.... ჰო და ერთხელაც, შემოდგომის პირქუშ საღამოს, როცა წვიმდა, ჩრდილოეთის ქარი ქროდა და სევდამაც შემიპყრო, ავიღე ნათურა, გარეთ გამოვედი, აივანს გავუყევი, სადღაც ქვემოდან ნარდის ხმა მესმოდა, ხოლო ზედა მეზობელი არტურა ჩუმად ამღერებდა მაგნიტოფონს.....ბითლზების სიმღერების შინაარსი მაშინ არ მესმოდა მაგრამ მაინც რატომღაც სულში მწვდებოდა ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ უცხო იყო, უცხო და მიუწვდომელი....გარშემო მეზობლების ტელევიზორები საზარლად ბუბუნებდნენ.....საბჭოური ჟანრი კრიზისს განიცდიდა და მაინც რაღაც გამოუცნობი მიზეზების გამო არსებობას განაგრძობდა....შემაკანკალა, კიბე სწრაფად ჩავირბინე, მყრალი კარი გამოვაღე , შევედი ტუალეტში,ჩავკეტე,ერთი ამოვიოხრე, ავძვერი და ნათურის მიხრახვნა ვცადე....დიდხანს ვიწვალე, ბნელოდა, მერე როგორღაც მივახრახნე და არ აინთო... შევყოვნდი, მივაყურადე, ბითლზების სიმღერას ნარდის ხმა ერეოდა, შიგადაშიგ მოგუდულად გინებაც მესმოდა .....ნათურა ისევ მოვხსენი, თვალები მოვჭუტე და კარის ღრიჭოდან შემომავალ შუქზე ყურადღებით გავხედე, შევარხიე...ვოლფრამის ძაფი ისე მშვიდად ირწეოდა, როგორც აბლაბუდა , ყველგან რომ იყო მოდებული...... ისევ თავიდან ვცადე ნათურის მიხრახვნა და ამ დროს დენმაც დამარტყა.... ის 220 ვოლტი, რომელიც მაშინ მთელი საბჭოთა კავშირის ელექტროსადგურებიდან მოედინებოდა, საშინელი ძალისა იყო....ამ დროს მივხვდი კიდევაც, რა საშინელება იყო კომუნიზმი! .....დენმა მთელს ტანში დამიარა... გამაჟრიალა, ჩამოვვარდი, თავი კედელს მივარტყი და....
.....................................................................................................................................................................................................
....თვალი რომ გავახილე , შევშინდი, გარშემო უზარმაზარი, უკიდეგანო სივრცე იყო....ბნელი, მთელი ეს სივრცე კი ნათელი წერტილებით იყო მოჭედილი...აჰ..ეს ხომ კოსმოსია.! სივრცეში ვიყავი გამოკიდებული.ნელა მივცურავდი, აბსოლუტურ სიჩუმეს რაღაც შრიალი არღვევდა, სადღაც მარჯვნიდან ჩემსკენ ადამიანის მოყვანილობის საგანი მოცურავდა, აი მომიახლოვდა, ადამიანი იყო და თან სახე საოცრად ნაცნობი ქონდა...მერე უცებ ვიცანი და ყვირილი დავიწყე: ---ჯორდანო! ჯორდანო! ჯორდანო ბრუნოოოო!.... ეს მართლაც ბრუნო გახლდათ, ახლოს მოცურდა და გამიღიმა. ---ჯორდანო! ---შევყვირე გახარებულმა, რა კარგია რომ გნახე! ზუსტად ისეთი ხარ როგორც ისტორიის წიგნებშია.... --დიახ,--- ჩაიფრუტუნა მან და დამაკვირდა ---- მაგრამ შენ რომ აქ არ უნდა იყო.? ეს მარადისობაა.... --როგორ?..განა მე მოვკვდი?---- ვკითხე შეშინებულმა --უცნაური კითხვაა,---- მომიგო მან, არავინ იცის რაა სიცოცხლე და რა--- სიკვდილი. მხოლოდ ფაქტები არაფერს ნიშნავს, არც შეგრძნებები, არც გამოცდილება..და საერთოდ...სამყარო ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი ახალგაზრდავ! მაგრამ ეს შენ ჯერ არ უნდა იცოდე..... დავიბენი. ის კი განაგრძობდა. --ეს მარადისობაა..... მარადისობა!... გასაგებია, ვუთხარი დარცხვენით, მაგრამ ვერაფერი გავიგე. მერე უცებ გამახსენდა. ---ხო, მართლა, ისა და...დედამიწა ბრუნავსო, ბრუნავსო და მართლა ამის გამო.....---აქ პაუზა გავაკეთე. რადგან პირველად მომიწია გარდაცვლილთან ასეთ მიმართებაში საუბარი, არც ვიცოდი, იქნებ ვაწყენინო მეთქი----დაგწვეს....მართლა დაგწვეს? ---ოჰ, რა პრობლემაა,---- მიმიხვდა ბრუნო.---- დიახ, დამწვეს. -----მერე გაიცინა.----- განა პირველად გესმის რომ სიმართლის გამო ადამიანებს სჯიან?.... მე ხმა ვერ ამოვიღე. ის კი განგრძობდა.......------- ჰო, აი ასეა ადამიანთა 99 % მოწყობილი, მათ სჯერათ ტუტუცური დოგმებისა, და ანალიზის უნარი კი არ გააჩნიათ, აი, მას მერეც კი , რაც მართლაც დამტკიცდა რომ დედამიწა მრგვალია და ბრუნავს, მაინც ვერ ისწავლეს ჭკუა...ეს იცი რას ნიშნავს? --არაა...ამოვღერღე ძლივს. რას და....---- განაგრძო მან----შეიძლება მრავალი ათასი წლის შემდეგ აღმოჩნდეს რომ დედამიწა სამკუთხედია და არ ბრუნავს....მიმიხვდი?...ანუ ყველაფერი იცვლება,ხოლო ის 99% ადამიანებისა, ამას ვერ გაიგებენ, მოკლავენ, ციხეში ჩასვამენ, აწამებენ!...ანდა დაწვავენ კიდევაც ამის მთქმელს, კიდევ მრავალჯერ დაწვავენ! რადგან დოგმა უფრო ძლიერია ასეთი ადამიანების აზროვნებაში, ვიდრე სიახლე, გინდაც უტყუარი და მართალი... ----ბრუნო კიდევ ბევრს ლაპარაკობდა....გაიხსენა თუ როგორ შერაცხეს წმინდანად ახლახანს.... ---და ეს სულაც არაა გაკვეთილი ადამიანებისთვის..--ხელების ქნევით მიყვებოდა ის---.ისინი კიდევ ბევრ სისულელეს ჩაიდენენ..ეჰ...წავედი, მეტი თქმის უფლება არ მაქვს....მშვიდობით ახალგაზრდავ.....მშვიდობით და რამე მოიხურეთ, აქ ცივა....-237 გრადუსია... და ის გაფრინდა.
** ** ** გული დამწყდა , ასეთ დიდებულ ადამიანს რომ დავშორდი...თან დამავიწყდა მოკითხვა გადამეცა გალილეოსთვის....ისევ მივექანებოდი , კიდევ ვიღაც გამოჩნდა ....თვალები მოვჭუტე და ....ღმერთო დიდებულო!.... უილიამ შექსპირი????? -----დიახ, სერ,----- მითხრა მან უცნაური, წმინდა ინგლისური აქცენტით---- . სწორადაც შექსპირი გახლავართ. ----ო ღმერთო!---- აღმომხდა ----- გენიოსი ხართ თქვენ , სერ უილიამ!... თქვენი სონეტები.... რა მართალი იყავით....უფ, რა მართალი ბრძანებულხართ! ---აბა რომელი სონეტი? ---ეშმაკურად ჩამეკითხა უილიამსი და შლიაპა მოიხადა მედიდურად,--- ბრძანეთ ახალგაზრდავ..
ვაკუუმი შევისუნთქე და სწრაფად , თვალდახუჭულმა ჩამოვარაკრაკე, თან ვცდილობდი არ შემშლოდა , გამოთქმით და პათოსით მეთქვა:
..........................................................................................
""რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება!
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება.....
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად!...
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა..........
..................................................................................
--როგორ?...----გაიკვირვა შექსპირმა,როცა მოვრჩი მისი სონეტის დეკლარირებას და თვალი გავახილე----- განა ისევ იგივე ხდება დედამიწაზე?...თუმცა...აჰ....რა სულელი ვარ.......აბა რა ჯანდაბა შეცვლიდა.? -----განა ისევ უვიცები და რეგვენები ბრძენობენ,?..---განაგრძო მან -----თან ყველაფერს წყვეტენ,?... საზოგადოებრივ აზრს ქმნიან? ისინი ადგენენ რაა კარგი და მისაღები, რაა ცუდი , ანუ დედამიწა ისევ იგივეა?.... მას მერე მაგალითად კიდევ რამდენ უღირსს დაადგეს დაფნის გვირგვინი?...აბა?...ბევრს არა???? --მე თვალები დავაელამე და შევეცადე ჩამომეთვალა, მაგრამ უცებ დავიბენი, თან დანარჩენი ადამიანების მაგივრად შემრცხვა....ბოლოს თავი გადავაქნიე და ვარჩიე მეთქვა ასე: --ბევრს. სერ უილიამ, ძალიან ბევრს დავადგით. --დაიხ.თქვა მან ოხვრით. ასეა ....ახლა კი უნდა დაგტოვოთ, ჩემო მეგობარო,კიდევ ერთი სონეტი მაქვს დასაწერი და მერე კი სატრფოს უნდა შევხვდე...მშვიდობით.... --მშვიდობით---ვუთხარი მექანიკურად და მერე უცებ ავყვირდი---არა! არ წახვიდეთ სერ! არ დამტოვოთ! კიდევ მითხარით რამე! სერ! ....სად წახვედით? სერ უილიამ!....შეიცადეთ!... მან მოსასხამის კალთა აიქნია, ღიმილით თავი დამიკრა და სწრაფად გაუჩინარდა..... კიდევ დიდხანს მივექანებოდი, მერე გვერდზე გადახრა დავიწყე, თითქოს რაღაც მიზიდავდა უხილავი , ძლიერი ხელებით, მერე თავბრუდამხვევი სიჩქარე განვავითარე და სწრაფად დავენარცხე მიწას..............
.....მიწას დავენარცხე მაგრამ სამწუხაროდ ეს დედამიწა არ აღმოჩნდა, თუმცა კი ძალიან გავდა. ხანდახან მეჩვენებოდა რომ ეს მომავლის დედამიწა იყო , ანდა პირიქით... ეს მსგავსება არ იყო..რაღაც უფრო მეტი იყო....მაგრამ ეს ხომ მთავარი არაა! დიახ. პლანეტა პაწაწკინტელა იყო.პაწუკა. საყვარელი, ლამაზი..და ფარისევლური.... პლანეტას ფარისეა ერქვა!.... ფარისეა ულამაზესი იყო!... პლანეტის მაცხოვრებლები მოაზროვნე არსებები იყვნენ, მაგრამ თუ რამდენად მოაზროვნენი, ამაში თავად დარწმუნდებით. ქალაქის შესასვლელთან უზარმაზარი, გაკაპასებული ქალის ქანდაკება დაედგათ, ქალს ცალ ხელში უზარმაზარი სასმისი ეკავა, ხოლო მეორეში 35 მილიმეტრიანი ლაზერული ქვემეხი ქონდა ჩაბღუჯული... --ეს ჩვენი პოლიტიკის სიმბოლოა!---- ამაყად მიყვებოდნენ ფარისეველები---- მოყვარეს და სტუმრებს მაგრად, უფასოდ, ვტუმბავათ სასმელით, ხოლო მტრებს კი, ლაზერული ქვემეხით ვუმასპინძლდებით!... დიახ, ისინი უსაზღვროდ ფარისეველი და სტუმართმოყვარე არსებები იყვნენ... ---შენ ჩვენი სტუმარი ხარ!---- ყვიროდნენ ისინი ---- ახლა შენ ნამდვილად დატუმბვა გჭირდება..წავედით, დავლიოთ! და პასუხს არც დალოდებიან, ისე წამათრიეს უახლოეს დასატუმბ სადგურში....მიმაერთეს. სამი მუხტის შემდეგ თვალები გადმოცვენაზე მქონდა.... --აღარ შემიძლია მეთქი და ...მიდიო! დამუხტვის უარყოფა იგივე ჩვენი შეურაცჰყოფააო..ბოლომდეო!, ბოლომდე დაიმუხტეო....ორას კილოვატიანი ტერმინალი ხელში მომაჩეჩეს....( და ვერ დავდგი, ისე იყო მოწყობილი, რაღაცით ყანწს მაგონებდა) რომ დავიმუხტე ბოლომდე, თავი ძლივს ავწიე ...ხმები მესმოდა ..საოცრად მელოდიურად და გაბმულად მღეროდნენ. სასტუმროში მომათავსეს. სასტუმროც უცნაური იყო. მთელი ღამე გარშემო ჭრაჭუნი და კვნესა მესმოდა..ალბათ ასეთი წესია მეთქი და არაფერი მიკითხავს... ფარისეას მაცხოვრებლები უაღრესად ფარისევლები იყვნენ! მათი გასართობი დაწესებულებები პირდაპირ საკულტო ტაძრების გვერდით მდებარეობდა , მთელი ღამის გართობის შემდეგ ისინი შეცვივდებოდნენ საკულტო ნაგებობაში, თავშლებს მოიხვევდნენ, რაღაცას ბუტბუტებდნენ და იწმინდებოდნენ. განწმენდის შემდეგ კი ისევ გასართობ დაწესებულებაში შერგავდნენ თავს...მეჩვენებოდა რომ ისინი ასეთი ყოფით საოცრად ბედნიერები იყვნენ. მათი ყოველდღიური გასართობიც უცნაური იყო. ქალაქის მთავარ ქუჩაზე დასეირნობდნენ, ყველა ცდილობდა ერთმანეთისთვის ეჩვენებინა თუ რა ლამაზად და ძვირფასად იყო ჩაცმული. ახლა მათი ავტომობილები! ამ დროს ზოგიერთი მათგანი, თუმცა ქალაქში მოძრაობის წესები მოქმედებდა, არღვევდნენ წესრიგს, რაც წესების არ ცოდნაში კი არ გამოიხატებოდა, არამედ იმაში რომ ისინი შეემჩნიათ !.... იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ისინი საკუთარი ცხოვრებით კი არ ცხოვრობდნენ, არამედ საერთო-სახალხო-საზოგადო ფარსში მონაწილეობდნენ.ყოველდღე საჩვენებელი გამოსვლები იმართებოდა. ქალაქის მაცხოვრებლები, (რომლებსაც შემდგომში ფარისევლებად მოვიხსენიებ )კონკურსებსაც აწყობდნენ ხოლმე რომ რაღაცა ტუტუცობებში საუკეთესოები წარმოეჩინათ. ასე მოვხვდი ერთ კონკურსზე, უზარმაზარ სცენაზე რაღაც ხდებოდა.. --რა ხდებაააა ?--- ვკითხე გვერდზე მდგომს --დღეს ხომ ცეკვების კონკურსია, როგორ, არ იცით? ციდან ჩამოვვარდით?--გაიკვირვა მან და პირი იბრუნა. ხმა აღარ ამომიღია, სცენას მივაჩერდი.იქ ქალბატონები გამოდიოდნენ სათითაოდ და ცეკვავდნენ. ხალხი ღრიალებდა, იწონებდა, ან უარყოფდა. ბოლოს ერთი ქალბატონიც გამოვიდა , უმშვენიერესი იყო,....მივაშტერდი, კი, ქალი მართლაც ღვთაება იყო მაგრამ აი ცეკვით.....ვერა. მაგრამ ხალხმა ისეთი მოწონების ღრიალი ატეხა, კინაღამ დავყრუვდი. --ეს ვინაა?...----ხმაურში ძლივს გავაგონე ერთ ფარისეველს. ---როგორ? არ იცით? ეს ხომ ჩვენი ქალაქის მერის ქალიშვილია! მაგრად ცეკვავს არაა? --ჰმ. --ჩავფიქრდი და ისევ მივაშტერდი--მართლაც მშვენიერი ქალია, მაგრამ მგონი ცოტა მოუქნელად ცეკვავს... ფარისეველი სიბრაზისაგან წამოწითლდა და მიყვირა: --რაო? რა ბრძანებთ! გშურთ ალბათ, უგუნურო! ფუჰ....--მერე მიტრიალდა და ღრიალი განაგრძო. დამაინტერესა და წინ გავძვერი ბრბოში. თან ქალს თვალს არ ვაშორებდი .რაც წინ მივდიოდი, ხმაური უფრო აუტანელი ხდებოდა, წამყვანი ამაყად აცხადებდა: ---მიენიჭოს.....დიახ!... მიენიჭოს ამ მშვენიერ ქალბატონს, ჩვენს სიამაყეს , ულამაზეს ანდრომედას , ყველაზე საპატიო, პირველი პრემია და დაჯილდოვდეს ვარდისფერი, ჭაობის ჯოჯოს ფიგურით! გიხაროდენ, გიხაროდენ ფარისევლებო!...მან დამსახურებულად გაიმარჯვა! ხალხი ცოტა ჩაჩუმდა, ყურებში კი ისევ გრიალი მედგა.გავიბრძოლე, უფრო ახლოს მივედი, დავიცადე , სანამ მეორე ადგილს გამოაცხადებდნენ, მერე პაუზით ვისარგებლე ორივე ხელი ზემოთ ავწიე , და მეც მათთან მიმსგავსებული საქონლური ღრიალი დავიწყე: ---გენიალურია! მშვენიერ ანდრომედას მართლაც ეკუთვნის ჭაობის ჯოჯო! გადასარევად ცეკვავს! ასეთი რამ მთელს გალაქტიკაში არ მინახავს!...გიხაროდენ , გიხაროდენ ფარისევლებო! ..მე ვამაყობ თქვენი არჩევანით!...რა მშვენიერებაააა!... ანდრომედა, მშვენიერი ქალბატონი, მერის ქალიშვილი, შეცბა და დამაშტერდა. მე ცინიკურად გავუღიმე და მანაც პასუხად გამიღიმა, თუმცა..... რაღაც ბოროტმა ნაპერწკალმა იელვა მის თვალებში..თუ მომეჩვენა?...
...გაკვირვებული და გაოგნებული მთელი დღე ფარისეაში უაზროდ დავბოდიალობდი. ვუყურებდი ახალგაზრდა ფარისევლებს რომლებიც უზარმაზარ ტერმინალებს დაათრევდნენ ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში....სულ ხელში ქონდათ ჩაბღუჯული.....ერთმანეთის დასანახად.....ეს ტერმინალები კავშირის საშუალება გახლდათ, ჩვენებურად ტელეფონები, მაგრამ რატომ ასეთი დიდი ზომისა, ვერ ვხვდებოდი....არა, კი ვხვდებოდი მაგრამ .... ასეთი უაზრო და ფარისეველი საზოგადოება ალბათ კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმომედგინა. როცა პატარა ქუჩაზე შევუხვიე, რაღაც სისინი მომესმა.მივიხედ-მოვიხედე, მერე კიდევ და უცებ ტკივილი ვიგრძენი მარცხენა მხარში ამოვიღმუვლე და ჩავიჩოქე....ტკივილი გაუსაძლისი იყო! მხარში ისარი მქონდა ჩარჭობილი...კბილები დავაღრჭიალე და ისარი ამოვაძრე...იარა საშიში არ იყო, მაგრამ სისხლი წვეთავდა..ისარს დავხედე, ზედ წვრილი ასოებით "ანდრომედა" იყო ამოტვიფრული...ეს წავიკითხე და გული წამივიდა. გონზე რომ მოვედი, ვიწექი, გარშემო ფარისევლები დამტრიალებდნენ. --.მესროლეს...ჩავიჩურჩულე.. --ვინ გესროლა?..ვინ?..განა ფარისეაზე ისვრიან?..შეშფოთდნენ ფარისევლები, ხელში ამიყვანეს და სწრაფად გამაქანეს სამკურნალო დაწესებულებაში....
რამდენიმე საათში უკვე კარგად ვგრძნობდი თავს, ისარს კიდევ ერთხელ დავხედე , შევახვიე და პოლიციაში მივედი. ----საოცრია!..გაიკვირვა პოლიციელმა და თვალები მოჭუტა---ნუთუ აქ ისვრიან???? ჩვენ ხომ საოცრად დემოკრატიული და მშვიდი პლანეტა გვაქვს.....ეს კატეგორიულად გამორიცხულია! ფსიქიატრიულ დაწესებულებას მიმართეთ..ახლავე ჩაგიწერთ მისამართს..... --აბა ნახეთ, --ვუთხარი და ისარი მივაჩეჩე.პოლიციელმა თავი გადააქნია , ღიმილით დააკვირდა, მერე ლუპით შეხედა, მერე ისევ მე შემომხედა საზიზღარი მზერით, რაღაც ქაღალდებზე ხელი მომაწერინა და მირჩია სასამართლოსთვის მიმემართა...
სასამართლო მოულოდნელად და სასიამოვნოდ, ( სამარცხვინოდ) სწრაფად იქნა ორგანიზებული...ასევე სწრაფად და უმოწყალოდ გამომიტანეს განაჩენი! რადგან მე არ ვარ ფარისეას მოქალაქე, არ მაქვს უფლება ხმა ამოვიღო! თურმე საერთოდ არაფრის უფლება არ მქონია! თუმცა სახაზინო ადვოკატი კი მომამაგრეს, რომელიც არც გამესაუბრა, ის თვლემდა, ძილში ეღიმებოდა და დორბლი გასდიოდა. სიტყვის უფლებით ვისარგებლე, შევეცადე მეთქვა ყველაფერი, რაც აქ განვიცადე ერთ პატარა გამოსვლაში ჩამეტია, ანუ რაც მაწუხებდა და გულს მირევდა ამ ლამაზ ქვეყანაში, თუმცა კი, გაგების ნაცვალად მხოლოდ ისევ უზომო სიძულვილი და რაღაც არალოგიკური პასუხი მივიღე:
----ჯერ ერთი, ეს არსება არაა აქაური, როგორ ბედავს და აზრს გამოთქვამს ამ ქვეყანაზე, სადაც ტრადიციები ასე მნიშვნელოვანია? იმის მაგივრად რომ აღფრთოვანდეს, გაიხაროს, ჩვენც გაგვახაროს და ამ ფარისევლურ , საერთო-სახალხო ფერხულში ჩვენთან ერთად ჩაებას, ამის მაგივრად ეს არსება, ეს საზიზღარი არსება, რომელიც არავინ იცის საიდანააა მოთრეული, ბედავს ამდენს ! ამბობს მესროლესო! ჩვენ ის მივიღეთ, პატივისცემით ვეპყრობოდით! სასტუმროს ფულიც არ გადავახდევინეთ!!!!!!!!ახლა კი რეებს კადრულობს! რეეეეებს??? თურმე ჩვენი მერის ქალიშვილს, ულამაზეს ანდრომედას უსვრია ისარი მისთვის! ასეთ კეთილშობილ და ამაღლებულ ქალბატონს, ნაზს, გულმოწყალეს და უაღრესად ფარისეველს ...----მოსამართლემ აქ ჩაახველა-----როგორ უნდა ექნა ეს? ეს ხომ აბსურდია! სისულელე! ..... თან უყურეთ, უყურეთ ამ არსებას !... ჯერ ხომ ჩვენ არ გვგავს, ჩვენსავით არ აზროვნებს, ---აქ მოსამართლემ თითი ზემოთ ასწია, ღრმად ჩაისუნთქა და დაიღრიალა: --და ამ ყველაფერთან ერთად ის ჩვენს სიწმინდეებზე პაროდირებს!!!!!!!!!!!!!!!!! მოსამართლე კმაყოფილი სახით დაებერტყა სკამზე, სრუტუნი დაიწყო, აშკარად მომზადებული ქონდა ტექსტი! ეფექტის მოსახდენად....წამით სიჩუმე ჩამოვარდა....მერე კი საშინელი ღრიალი ატყდა დარბაზში. --მოკალიიიით! --დაახრჩეთ! გააგდეთ აქედან! --მოაშორეთ! ---რეებს ბედავს თურმე! --ანდრომედა ამას არ იზამდა! ის ჭეშმარიტი ფარისეველია! მე მჯერა მისი!... --საზიზღარი! შურიანი უცხოპლანეტელი! მოკალით!!!!!!!!!! შევშინდი, შევეცადე რაღაც მეთქვა პატიებაზე, ჰუმანიზმზე...მაგრამ მგონი აქ ეს სიტყვები არ იცოდნენ! მოსმართლე ერთხანს წყნარად იჯდა, ხან მე მიღიმოდა ირონიულად და ხან გაცოფებულ დარბაზს....მერე წამოდგა და ორივე ხელი ასწია...ბრბო გაჩუმდა. ალბათ ბუზის გაფრენასაც გაიგონებდით, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა მაგრამ, ამ პლანეტაზე ბუზები რატომღაც არ იყვნენ..... ----ჩემო ძვირფასო და სამართლიანო ხალხო! ფარისევლებო! ----უცებ გამოფხიზლდა ჩემი ადვოკატი, დორბლი მოხდენილად მოიწმინდა და წამოხტა----მე მესმის რომ აღშფოთებულნი ხართ, მაგრამ ამ უბედურმა არსებამ ..---- თითი გამოიშვირა ჩემსკენ----ამ უბედურმა, დიახ, არ იცის რომ პლანეტა ფარისეაზე სასტიკადაა აკრძალულული სიმართლის თქმა! მოდით ასე გადავწყვიტოთ, ნუღარ ჩავეძიებით, უბრალოდ გავაძევოთ ეს გულუბრყვილო არსება, ღირსეულად , პატივისცემით, რომ იცოდეს, სხვებსაც მოუყვეს თუ რა უძველესი, კულტურული და ცივილიზებული ერი ვართ! რომ ბევრი, ბევრი კულტი გვაქვს! მათ შორის, ქალის კულტი, სმის კულტი, ჭამის კულტი, რელიგიის კულტი, ძმაკაცობის და დაქალობის კულტი! ფარისევლობის და აფერიზმის კულტი! დიახ! აფერიზმის კულტი!!! და კიდევ, დანარჩენი კულტები ჩვენი ისტორიის ხუთტომეულშია! აი ასე! ჩვენ ხომ უაღრესად კულტურული ერი ვართ!!! არსად, არსად მთელს სამყაროში არაა ამდენი კულტი, რაც ჩვენთანაა, ჩვენს პლანეტაზე, დიად ფარისეაზე!!!!!!!!! ისევ საშინელი ხმაური ატყდა...ფარისევლები მკერდში მუშტებს იბაგუნებდნენ, უსტვენდნენ, ღმუოდნენ.....ეტყობოდა რომ მართლაც მათი სიწმინდეები იბღალებოდა და მე შემრცხვა! თავი ჩავღუნე ! --მართალია! --ყვიროდა ხალხი,---გავძევოთ ღირსეულად!----- თუმცა ზოგიერთი ისევ ჩემს დასჯას ითხოვდა...მაგრამ მალევე ჩააჩუმეს. ---მიესაჯოს, გაძევება.......ჰმ..... (ჩახედა მოსამართლემ ჩემს დოსიეს) არ შემიძლია არ დავეთანხმო ადვოკატს.......ახლა. რადგან მოსული უცხოპლანეტელია.....რადგან ის მოფრინდა , საინტერესოა და როგორ მოფრინდა?......აჰააა......უკანვე უნდა გავუშვათ, მეორადი კოსმოსური ხომალდით, მარკა ოპელი, 1996 წლის მოდელი....ავტომატიკა?....იყოს..... ბორტკომპიუტერი # 1876549......განაჩენი აღსრულდეს მიმდინარე 4 საათის განმავლობაში...მოამზადეთ მსჯავრდებული! ოღონდ ჯერ კარგად აჭამეთ და ასვით! თან ჩვენი სიწმინდეების სარეკლამო ფლაერები გაატანეთ! ტურიზმის განვითარება არ გვაწყენს.....
რომ გამოვფხიზლდი, გულაღმა ვიწექი, თავი მტკიოდა, ჭერზე პლაფონი ეკიდა, საიდანაც მოთეთრო, სასიამოვნო, უჩრდილო შუქი იღვრებოდა.. --სად ვარ? წამოვხტი და მომივიხედე.... გაისმა მელოდია, ვიღაცამ ტკბილი და ჟღურტულა ხმით მაუწყა: ---მოგესალმებათ კოსმოსური ხომალდის ბორტ-კომპიუტერი. ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსი, ტენიანობა 20% წნევა 101....... --რაოოო?....ჭერს მივაჩერდი და უცებ ყველაფერი გამახსენდა! ფარისევლებმა ღია კოსმოსში გამისროლეს???? --კომპიუტერი! --არის! --მომახსენე ადგილმდებარეობა.. --არის კაპიტანო! სამყაროს დაახლოებითი ცენტრიდან მარჯვნივ . უცნობი სექტორი....ხომალდის სიჩქარე ....წამში.... --საკმარისია!...უახლოესი, დასახლებული, მაღალგანვითარებული, ცივილიზებული პლანეტა... --არ არის მონაცემები... ---უახლოესი დასახლებული პლანეტა.... --არ არის მონაცემები.. ---რომელიმე პლანეტა!..გინდაც დაუსახლებელი! --არ არის მონაცემები.... ---რამე თუ არის ჩვენს სიახლოვეს?--ვკითხე ფრთხილად, აკანკალებული ხმით და გამაცია... ---გვიახლოვდება მშვიდობისმყოფელთა კოსმოსური ხომალდების ესკადრილია...23 საბრძოლო ხომალდი.....საბაზო სადგური....მანძილი.... --საკმარისია!--შევაწყვეტინე და ჩამოვჯექი.თავი ხელებში ჩავრგე, მომხდარის გახსენებას და მერე კარგად გააზრებას ვცდილობდი. რყევა ვიგრძენი. --რა ხდებაა? --მშვიდობისმყოფელები გვიხლოვდებიან ........---გამომეპასუხა კომპიუტერი მხიარული ხმით----ჩავრთო კომუნიკაცია? ხელი ჩავიქნიე, ჩემს წინ კედელი გადაიხსნა და დიდი ეკრანი გამოჩნდა, ერთხანს ციმციმებდა, მერე რამდენიმე არსება დავინახე, წითელი ფორმები ეცვათ და დიდი , წითელი, ღაჟღაჟა ვარსკვლავებიც ეკეთათ ქუდებზე. --გამარჯობათ!--- ხელი დავუქნიე, გამიღიმეს პასუხად და მომესალმენ, სასიამოვნო არსებების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ....მერე ილუმინატორიდან მათ ხომალდსაც გადავხედე. უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი წითლად იყო შეღებილი და ზედ დიდი ასოებით ეწერა ""МИР"" (მშვიდობა) ხომალდმა შემისრუტა და პატარა ნაკვეთურში აღმოვჩნდი. თავზე ორი არსება დამდგომოდა. ---ვინ ხარ?--- მკითხა ერთმა. ---ადამიანი ვარ,--- ვუპასუხე, ----დედამიწიდან. ---თქვენ საიდან ხართ? მათ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე მე , მერე ისევ ერთმანეთს მიაშტერდნენ. --როგორ , არ იცით? კოსმოსურ რეკლამებს არ უყურებთ? ჩვენ ხომ მშვიდობას ვამყარებთ მთელს სამყაროში....ჩვენი დამსახურებაა რომ ასე წყნარად ცხოვრობთ.... ---გასაგებია,---- ჩავილაპარაკე და სამხედრო ხომალდების ესკადრას გადავხედე...--მართლაც ასეა და საით მიფრინავთ? ოჰ.....რა კარგად მომზადებულხართ, ალბათ მორიგი სამშვიდობო მისიაა? არსებებმა ეტყობა ეს შეფარული ირონია ვერ გაიგეს და გაბღინძენ. ----ახლახანს მივიღეთ შეტყობინება დიდი დათვის თანავარსკვლავედიდან, იქ რევოლუცია მოხდა და ჩვენი ერთმორწმუნე მოქალაქეების დასახმარებლად მივფრინავთ, გნებავთ, თქვენს პლანეტასაც შემოვიერთებთ?...თქვენთანაც ხომ იქნებიან ჩვენი მოქალაქეები? ერთი-ორი მაინც....ახლავე მოვაწყობთ რეფერენდუმს...პასპორტებს დაგირიგებთ....მავთულხლართებსაც გავაბამთ რომ არავინ შეგაწუხოთ....ჩვენ გვწამს რომ.... --რა რეფერენდუმი?--...გავიკვირვე....მერე 65 მილიმეტრიანი ლაზერული ქვემეხი შევნიშნე და გავისუსე..... --ა....არაა.....გმადლობთ, მერე იყოს..ახლა ხომ ჩქარობთ!...ასე სწრაფად რა საჭიროა....ჩვენ ვიფიქრებთ ამაზე... ფართოდ გავიღიმე და შევეცადე კეთილგანწყობა გამომეჩინა, ამავე დროს კი ნელ-ნელა ვბრაზდებოდი, რადგან კარგად რომ ვაკვირდებოდი, ისინი სულაც არ გავდნენ მშვიდობისმყოფელებს! ----კი მაგრამ ..... განა 65 მილიმეტრიანი ქვემეხით მშვიდობას ამყარებენ? მგონი ოკუპანტებს გავხართ...-- ჩუმად ჩავილაპარაკე და ეგრევე ვინანე! ---რაოოო?...გადაირია ერთი მათგანი. --მერე უცებ მოვიდა აზრზე ----დიახ, ჩვენ მშვიდობას ვამყარებთ, უგუნურო არსებავ! ყველგან დავამყარებთ, ყველგან! მთელი სამყარო ჩვენი იქნება! ყველგან ჩვენი სამფეროვანი დროშა იფრიალებს! გააგდეთ! შევშინდი.მეორემ ხელი მტაცა და ზიზღით წამათრია. შემაგდეს ჩემს ხომალდში და გარეთ გამისროლეს.......
როცა საკმაოდ დავშორდი მშვიდობისმყოფელებს, სევდამ შემიპყრო, რადგან უცებ მივხვდი რომ არ ვიცოდი საით მივფრინავდი, კომპიუტერი კი დუმდა........ --კომპიუტერი! --არის კაპიტანო! --მიმართულება დედამიწისკენ! --რომელი დედამიწისკენ? საზიზღარი რომაა? არის, კაპიტანო! ---მაინც რატომაა საზიზღარი???--ავღშფოთდი მე --აბა ფარისეა ჯობდაააა? კომპიტერი ერთხანს ფიქრობდა, მერე სხაპასხუპით მომახსენა: ---დიახ, კაპიტანო! ................................................................................................................................................
..ნატალია კუთხეში იჯდა და ტიროდა. თავი ხელებში ჩაერგო. –––მიდი ქალო! მალე! ვის ველაპარაკები!––– ყვიროდა სერგო––წადი რა დროს ეგ არი, ერთი ლიტრა მაინც გამოართვი, მაგის დედაც .... მოქმედება ცენტრალური დრამატული თეატრის ბნელ და ბინძურ სარდაფში ხდებოდა, ქვევით ყვიროდნენ, თეატრის დარაჯი თავის საყვარელს, ნატალის ლანძღავდა. ზევითაც ყვიროდნენ, ოღონდ სცენის მუშები.ისინი დეკორაციას აწყობდნენ, ერთ საათში სპექტაკლი იწყებოდა. მაგრამ ზოზინობდნენ, ეზარებოდათ. ადმინისტრატორი გაჰკიოდა, მსახიობები ჩუმად ეწეოდნენ და დაბალ, მელოდიურ ხმაზე ჭორაობდნენ. ისმოდა ხმები ---ოჰ, მართლა!? --- ...რას ამბობთ! , ----შეხედე ამას.... ყველას პირზე ეკერა ამბავი, რომელიც ერთი კვირის წინ მოხდა. ....შუა რეპეტიციის დროს, გამნათებელი საშა ჭერიდან ჩამოვარდა და იქვე, დიდ სცენაზე დაასრულა კარიერა. მაგრამ რეჟისორს, ნიკიტას, წარბიც არ შეუხრია, ისე განაცხადა: –––მაგის დედაც... განაგრძეთ რეპეტიცია.... .... ყველაზე მეტი ნატალიმ იტირა... ესეც მშვენიერი საჭორაო თემა იყო... მაგრამ ახლა ყველა მაინც გულში სპექტაკლზე ფიქრობდა. .... ოჰ ეს თეატრალები! ეს მსახიობები! სცენაზე საათობით ტირილი შეუძლიათ მაგრამ ისე კი ცრემლიც არ გადმოუვარდებათ ხოლმე....
....................................................................................................................................
–––ნიკიტა მიხაილოვიჩ! ნიკიტა მიხაილოვიჩ! თქვენთან ვიღაც მოვიდა.... ....დიდი რეჟისორი შეხტა და მოტრიალდა. მერე ხელები გაშალა და ორაზროვნად დაიწყო.... –––და მათ არ ესმით, თუ რასსსს სსსჩადიან.... –––ნიკიტა მიხაილოვიჩ, გელოდებიან... ნიკიტა გაშეშდა. ის როლში იყო შესული ძალიან ღრმად და უჭირდა რეალობაში დაბრუნება.მაგრამ ცდილობდა. მსახიობები უსიტყვო აღტაცებით მიაჩერდნენ.... ნიკიტას სახემ, ერთიმეორის მიყოლებით ყველა გრძნობის ყველა შესაძლო ვარიაცია გამოხატა...ადმინისტრატორი გაფითრდა და ის იყო პირჯვრის გადასაწერად ხელი ასწია რომ ნიკიტა აზრზე მოვიდა. ----დაეხეტებიან... კარგით, კარგი მოვდივარ ახლავე! თქვენ განაგრძეთ... უჩემოდ! მესამე სცენა... მესამე მეთქი! და არავითარი ვარიაციები.... აქ მე ვარ უფროსი... და სწრაფად , ხელების ქნევით გავიდა, უკან ბაჯბაჯით ადმინისტრატორი გაჰყვა. თან სულ უკან იყურებოდა... მსახიობებმა ტექსტები მიაგდეს, ზოგი ძირს ჩაჯდა, ზოგმა კამათი გააგრძელა... –––მე თქვენს ადგილას საერთოთ გრიმს არ გავიკეთებდი!–– დაიწყო ერთმა. –––რატომ?–––გაღიზიანდა მეორე... ––– იმიტომ რომ, თვალები ისედაც ჩასიებული გაქვს, ტირილისგან ხომ არა? მას ეწყინა და გაჩუმდა... პირველმა ტონი შეარბილა. –––დალევამ იცის... ეშმაკმა უწყის რას სვამ... ეშმაკის რძეს ხომ არა? ყველა ახარხარდა, ყველაზე ხმამაღლა ნიკიტა იცინოდა, ის კარებში იდგა, უკვე დაბრუნებულიყო....
........................................................................................................................................
....ნატალის , რაც საშკა დაიღუპა, ძალიან შეზიზღდა ნიკიტა მიხაილოვიჩი, წარმოიდგენდა ხოლმე, აი ის შედის მის კაბინეტში, და ეუბნება ფრაზას რომელიც მისი აზრით ნიკიტას გაანადგურებს... როგორც ხელოვანს... –––ნიკიტა მიხალიჩ, თქვენ რომ შუა საუკუნეებში გეცხოვრათ, ინკვიზიტორი იქნებოდით.... შემდეგ ხედავს თუ როგორ ვარდება შეძრწუნებული ნიკიტა ძირს და ბავშვივით ტირის. –––მაპატიე საშულიკ, ძვირფასო,.... მაპატიე.... და ამის შემდეგ ნატალი ზიზღით უყურებს მას და იცინის... მაგრამ რატომ? განა საშა დგას მის გვერდით? მისი ხელი უჭირავს და ნაზად ეფერება..?. –––– ნატალია მაქსიმოვნა... მე თქვენ მიყვარხართ.... ნატალი პირს აღებს რომ უპასუხოს, მაგრამ ხმა არ ამოსდის...საშა ქრება და მის ადგილს სერგო იკავებს, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია, ის ტირის და თვალებიდან რატომღაც სისხლი ჩამოსდის, ხოლო ნიკიტა მიხაილოვიჩი ამ სისხლს ძაღლივით ლოკავს.... მერე ორივენი ოთხზე დგებიან და საუბრობენ... რომლის ტექსტი აშკარად ბიბლიური ხასიათისაა.... ნატალის ჩასთვლიმა, მაგრამ სერგომ უხეშად ჰკრა ხელი, ქალმა სახე გაზინტლული ნაჭრით შეიმშრალა და არყის მოსატანად წავიდა....
..................................................................................................................
....ნატალის გზაზე გაახსენდა რომ ბოთლი არ წაეღო, დაბრუნება კი არ უნდოდა, ვინ იცის, იქნებ გინების გარდა კიდევაც უთავაზებდნენ უკანალში წიხლს... ამიტომ ამოიოხრა და ურნაში ქექვა დაიწყო. მალე გაუმართლა, პეპსის ბოთლი კარგად გამოიყურებოდა, ბოლომდე იყო გამოწოვილი და თავსახურიც ეფარა. ეტყობოდა ინტელიგენტს დაელია. ნატალია ფარდულს მიადგა. გამყიდველს ფეხები სკამზე შემოეწყო და ქალს ირიბად უყურებდა... მერე ამოიხვნეშა და ბოთლი უფერო, მყრალი სპირტით აუვსო. ....უკან წამოჩანჩალდა.გზაზე ვერაფერს ამჩნევდა რადგან თავდახრილი მოდიოდა. ამიტომ ხელჯოხიან კაცს შეეჯახა... მამაკაცმა ჯერ ტუჩები აცმაცუნა სანამ საჭირო სიტყვას იპოვიდა.... მაგრამ ქალს ეს არ სწყენია, ის ხომ მიჩვეული იყო. სარდაფში ქეიფი გაჩაღდა. ნატალის იქ სერგოს გარდა ვიღაც უცხო დახვდა, ისინი კარტს თამაშობდნენ. სერგო იბღვირებოდა და ჩუმად აგინებდა უდანაშაულო ნატალის. ბოლოს სერგო ადგა და კარტი ისე მწარედ დაყარა, რომ ჭიქები გადააბრუნა. ––––კარგიიი––– გააგრძელა სერგომ. თან ქალს თვალი ჩაუკრა. ნატალი ვითომ ვერ მიხვდა რა უნდოდათ მისგან. ––––გაიცანი, ეს მიშაა, ნუუუ... ძალიან მოეწონე... .... და აი ის მიხვდა რომ სერგომ ისევ წააგო. იქვე ტახტზე გადაჯდა და ჩუმად, თაგვივით გაისუსა. მამაკაცები სმას განაგრძობდნენ, როცა დასალევი აღარაფერი დარჩა, ორივემ თავი მოატრიალა და ჩაწითლებული თვალები თეატრის პროჟექტორებივით მიანათეს უბედურ, შიშისგან დაპატარავებულ ნატალის! სერგო ადგა, ტახტთან ძლივს მივიდა და ქალს რაღაც უჩურჩულა. ნატალის თვალები გაუფართოვდა როგორც პალტოს ღილები, მერე მძიმედ ჩაისუნთქა და კაბა გაიძრო... მიშა ჩუმად იჯდა და აშკარა ,არაჯანსაღი ინტერესით უყურებდა თუ როგორ დააწვინა მან ნატალია პირქვე. შარვალი შეიხსნა და მისდგა. ....ნატალი კვნესოდა, სერგო ბრდღვინავდა. მიშამ მეტი ვეღარ გაუძლო, ტახტს შემოუარა და ქალს თავი აუწია. ნატალიმ თვალები მილულა.... მერე კი, სერგომ და მიშამ ქალი ხელში აიტაცეს და ორივე მხრიდან გაშმაგებული ტუმბვა დაუწყეს. ახლა მათი ხმები ერთმანეთში ჩაიხლართა და გაურკვეველი გახდა. ამას ისიც ემატებოდა რომ ზევით, სცენაზე სპექტაკლი უკვე დაწყებულიყო... –––ილოცე ძილის წინ, დეზდემონა??? ––– იკითხა კარგად გამურულმა მავრმა და კბილები გააკრაჭუნა. –––ო, დიახ, ოტელო...–––უპასუხა განწირულმა დეზდემონამ და თავი დახარა...
....მიშა და სერგო ახლა უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, თან ცდილობდნენ ერთმანეთისთვის თვალებში არ შეეხედათ მერე აკანკალდნენ, დაიძაბნენ და ნატალის უკანალსა და ყელში ერთდროულად გაუშვეს სპერმის ცხელი ჭავლი! მიშამ პირველმა უშვა ხელი ქალს, რომელიც იატაკზე დავარდა და ყრუ ხმა გამოსცა...მიშამ ჯერ მას დახედა გაკვირვებულმა, მერე მომუჭული ხელი გაშალა, რომელზეც რამოდენიმე ჭაღარა თმა ჰქონდა შერჩენილი... მამაკაცებმა შარვლები ამოიწიეს და მოსაწევად გავიდნენ. ...ნატალი ძლივს გამოერკვა. პირველი რაც იგრძნო, თავი საშინლად სტკიოდა, მერე თვალი რომ გაახილა, მის წინ საშინელი, შავი არსება დაინახა... შიშისგან ისევ დახუჭა თვალი.... ისევ გაახილა... მერე მიხვდა, თავი იატაკზე ედო, მის წინ სპერმის გუბე იდგა, რომელსაც დიდი შავი ტარაკანი მისდგომოდა და სანსლავდა....
.......................................................................................
.........საშინელი რამ ესიზმრა..... სერგოს თვალები არაბუნებრივად გაფართოებოდა, პირი მოეღო და ყვიროდა , მაგრამ საოცარი რამ ხდებოდა, ნატალის არ ესმოდა მისი ხმა, თუმცა გრძნობდა რა უნდოდოთ მისგან.... მერე ხელში ცარიელი ბოთლი აღმოაჩნდა, წამიც და ის უკვე ქუჩაზე გადარბოდა, ქუჩაც უცნაური იყო და თუ რატომ, ნატალის ვერ გაეგო, მხოლოდ გარბოდა და გარბოდა, ქვედაბოლო ფეხებში ებლანდებოდა, ქარი თმას უწეწავდა... უცებ მყრალ ოთახში აღმოჩნდა, ცალ მხარეს ხის კარებები იყო ჩამწკრივებული, მოპირდაპირედ კი ფაიფურის, თეთრი ნიჟარები ეკიდა... და აი ნატალი მიხვდა რომ ის შემთხვევით მამაკაცთა ტუალეტში აღმოჩნდა, მაგრამ როგორ? ის იყო გამობრუნებას აპირებდა რომ გასასვლელი კარი ხმაურით მიიკეტა. ნატალიმ შეჰკივლა და ბოთლი იატაკზე დავარდა. ––––სად არის ჩემი არაყი, გათახსირებულო....––––ჩაისისინა ნაცნობმა ხმამ ზურგს უკან. ნატალი მიტრიალდა,მის წინ სერგო იდგა. მას უცნაური, ფერადი სამხედრო მუნდირი ეცვა ყვითელი სამხრეებით, ხელში გრძელი კვერთხი ეჭირა და შავ, გაპრიალებულ ჩექმებზე იტყლაშუნებდა. –––––სერგო, შეენ? საიდან, ღმერთმანი.... ––––დაიწყო გაკვირვებულმა ქალმა. ––––ხმა ჩაიწყვიტე, ბოზო!––––დაიღრიალა სერგომ.–––სამხედრო ტრიბუნალით შენ სიკვდილს იმსახურებ... გინდა მოინანიო!? ...მან ფოჩებიანი კვერთხი ზევით აღმართა. ნატალია დარტყმას ელოდა, თვალი დახუჭა და აკანკალდა.... მაგრამ მოულოდნელად , საიდანღაც მუსიკის ხმა გაისმა... რომელიც სამხედრო მარშს მოგაგონებდათ, მერე კაბინის კარებები ერთდროულად გაიღო და იქიდან სცენის მუშები გამოლაგდნენ, ყველას საზეიმო მუნდირი ეცვა და ხელში ბრჭყვიალა სასულე ინსტრუმენტები ჩაებღუჭათ. –––აბაა!–– ყვიროდა სერგო. დანარჩენები მარშირებდნენ და უკრავდნენ. მერე სერგომ კვერთხი ზევით ასწია , ნატალიმ დაიჩოქა და თავზე აიფარა ხელი... –––აბაა!–––გასცა ბრძანება სერგომ.––––სდექ! სდექ მეთქი!... სიჩუმე ჩამოვარდა. სადღაც წყალი წვეთავდა ... და დაიწყო იმპროვიზირებული პანაშვიდი! ....მუშებმა ინსტრუმენტები აკურატულად კაბინებში შეალაგეს და ნატალის გარშემო შემოეხვივნენ. ყველა სერგოს ბრძანებას ელოდა, ის კი ჩუმად დააბოტებდა და ფიქრობდა. –––მოამზადეთ იარაღი!!––– დაიღრიალა უცებ სერგომ.–––დატენეთ! ნატალიმ თვალი გაახილა, მუშებს შარვლები შეეხსნათ და მათი ხორცის იარაღები პირდაფჩენილები უმიზნებდნენ საწყალ ქალს! –––ცეცხლიიი!––– გასცა ბრძანება სერგომ და თბილი და მყრალი შარდის რვა ჭავლი ნატალისკენ წამოვიდა... ...სერგოც მივარდა, გასწია მუშები და თავადაც გაუშვა ჭავლი. თან გამაყრუებელი გრუხუნიც მიაყოლა უკანალიდან... მას სხვებმაც მიბაძეს და ატყდა საშინელი სროლა... ექო ყრუდ და საზარლად გაისმოდა, მამაკაცები თან ხარხარებდნენ... ნატალი ღმუოდა და თავს არიდებდა ჭავლს, მაგრამ შარდის ჭავლი ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა... მერე სუნთქვაც გაუჭირდა. –––ბოლომდე, ბიჭებოო!––შეჰყვირა სერგომ. მერე ქალი ხელში აიყვანეს და კანალიზაციის მილში მის ჩატენვას შეუდგნენ. ყველა ცდილობდა თავი გამოეჩინა, ერთმა მოხერხებულმა, ქალს ფეხსაცმელი გააძრო და უკანიდან შესტენა... ბოლოს ნატალის ფეხებიღა მოსჩანდა, მუშები მასაც დაებღაუჭნენ და ისიც ჩასტენეს... ნატალის სუნთქვა შეეკრა, უნდოდა ეყვირა და არ გამოსდიოდა, მერე ხელები აამოძრავა და გასცურა...სადღაც ზევით მზის შუქი მოსჩანდა... ფსკერს შეახო ფეხი, ზევით აიხედა და... თვალი გაახილა. ...პირველი რაც დაინახა სერგო იყო. ის შეშინებული სახით თავზე ადგა და წყალს ასხავდა... –––ცოცხალია...––გადაულაპარაკა მიშას და ორივენი წამოდგნენ, ამოისუნთქეს. ...ნატალიმ თავი გვერდზე მიაბრუნა და უხმოდ ატირდა.... ..............................................................................................
......მეორე დღეს ნატალის თავი სტკიოდა და არც სხვა რამეები ჰქონდა წესრიგში.მხოლოდ მესამე დღეს შესძლო თეატრის მყრალი სარდაფიდან ქუჩაში, ჰაერზე გასვლა. დადიოდა. უაზროდ დახეტიალობდა. აღარც ფიქრი შეეძლო და აღარც სხვა რამ, მანამ ხიდზე არ შედგა ფეხი.შეჩერდა. ძირს ჩაიხედა,წყალი მოდიოდა, მოდიოდა და ნატალის სიმშვიდის საოცარი შეგრძნება დაეუფლა, თავი ძირს ჩაჰკიდა ,ტალღებს დაუწყო ცქერა. აღარ ახსოვს რამდენ ხანს იდგა ასე. თავი რომ ასწია, მზე ჩადიოდა. ...ყოფნა, არყოფნა, საკითხავი აი ეს არის!..–––გაუელვა თავში უცებ საიდანღაც. შეეცადა გაეხსენებინა და მიხვდა რომ ეს სიტყვები რომელიღაცა სპექტაკლიდან იყო. მერე თვალწინ ისიც წარმოუდგა, თუ როგორ ეჭირა უცნაურ სამოსში გამოწყობილ ადამიანს თავის ქალა და ესაუბრებოდა. ....––ყოფნა,.... არყოფნა... ისიც გაახსენდა რომ როდესაც მას თეატრის ბნელ, მყრალ სარდაფში ინოვაციური მეთოდებით ჭიმავდნენ და ჭიმავდნენ სულის ამოსვლამდე, ეს ხმები ესმოდა ხოლმე ... და უბედურ ნატალის ერთ წამში ყველაფერი შეზიზღდა და მობეზრდა, დახედა საკუთარ ტანს, რომელიც უკვე ძვლის ტვინამდე იყო გარყვნილი და გადათელილი, როგორც ვიეტნამის ჯუნგლები ამერიკელი სამხედროების მიერ... შეეცოდა საკუთარი თავი, ძალიან შეეცოდა, უკვე ცრემლი აღრჩობდა, რადგან სულ მეტი და მეტი ახსენდებოდა,ბოლოს გაძარცული პირამიდები წარმოუდგა თვალწინ, განადგურებული ცივილიზაციები....ცრემლები სწყდებოდნენ და მდინარისკენ მიჰქროდნენ, ნატალი უფრო ძლიერად ატირდა, როცა წარმოიდგინა ტაილანდის ბორდელში ქალი რომელსაც ფული არ გადაუხადეს...ის აბღავლდა,ეჩვენებოდა რომ მდინარე ადიდდა, გადმოვიდა კალაპოტიდან ,ჯერ კოჭებამდე მოადგა წყალი, მერე ჩალურჯებულ ბარძაყებამდე... ნატალი მიხვდა რაც უნდა ექნა! მოაჯირს გადაევლო,მერე ყრუ დარტყმა იგრძნო და... სიჩუმე, უნაპირო და უსასრულო.... გონს რომ მოვიდა, ფსკერზე იწვა და საოცრად კარგად გრძნობდა თავს, გასაკვირი იყო და სუნთქვა შეეძლო. გარშემო დიდი თეთრი თევზები დასტრიალებდნენ, ნატალი ხვდებოდა როგორ სწუხდნენ ისინი და ერთმანეთს ეკითხებოდნენ ცოცხალიაო თუ არა?.. ერთი დიდი თევზი მიცურდა მასთან და დიდხანს უყურა... ნატალიმ თვალი დახუჭა და ჩაიჩურჩულა...––ყოფნა... არყოფნა... თევზები აფუთფუთდნენ, მერე ნატალი შექანდა, თეთრი თევზები ერთი ხელის მოსმით გაიფანტენ... მის წინ შავი ჩასუქებული თევზი აღიმართა, ის პირს აბჩენდა, მაგრამ ნატალის არ ესმოდა რას ამბობდა... ....განა თევზები ლაპარაკობენ?? ისევ შექანდა მერე ყურებში ხმაური იგრძნო.. ხმაური გაძლიერდა და მან თვალები მოისრისა...ის რაც შავი, დიდი თევზი ეგონა, პოლიციელი აღმოჩნდა, ხოლო დიდი თეთრი თევზი, უფრო სწორად კი ექიმი , გვერდზე ედგა და მისი ხელი ეჭირა. ნატალი მიხვდა რომ ყოფნა სჯობდა.....
..................................................................................................................................................
...შეძრწუნებული ვუსმენდი!.... მერე ვკითხე: ---სად ხდება ეს???? რა უბედურებაა! --დედამიწაზე, კაპიტანო! და თქვენ იქ აპირებთ დაბრუნებას? ასეთ საზიზღარ პლანეტაზე? გავაგრძელო ? თავი დავუქნიე.....
.......................................................................................................................................
....ამის შემდეგ შეშინებული სერგო ნატალის არსად აღარ უშვებდა, და როცა მან პროტესტი გამოთქვა, ადგა და არც მეტი არც ნაკლები, საკუჭნაოში ჩაკეტა. გავიდა რამოდენიმე დღე. სერგო სასმელ–სასმელს აწოდებდა ხოლმე, თან ტუქსავდა, ნატალი კი ხმას არ იღებდა , რამაც სერგო ერთხანს ჩააფიქრა. მაგრამ ფიქრი, როგორც ასეთი არ უყვარდა, ამიტომ ხელი ჩაიქნია და დასალევად წავიდა... იჯდა ნატალი საკუჭნაოში მარტო.უკვე ყველა ფიცარი დაითვალა ჭერზე, კარზე, მერე კედლებზე ყველა ლაქა ზეპირად რომ შეისწავლა, დაიღალა და წამოწვა. სიჩუმეში თაგვები წრიპინებდნენ,ზევიდან ყვირილი და ფეხების ბაკუნი ისმოდა,მერე რომ გაიტრუნა და მიაყურა, სიტყვებიც გაარჩია. ––––... ო ჩემო ერთგულო სანჩო, წინ, წინ გავსწიოთ! აბა შეხედეთ რამოდენა ურჩხული დგას და ხელებს იქნევს? წინ, ჩემო მეგობარო! ნატალის ჩაეძინა,ახლა ის მინდორზე იწვა და ცას უყურებდა. ცა მეტისმეტად ლურჯი იყო,ბალახი ძალიან მწვანე, მზე კი... უსაშველოდ ყვითელი და ცხელი. ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ, ნელა, ნაზად,ნატალი ყურადღებით აკვირდებოდა როგორ მიცურავდნენ ღრუბლები დასავლეთისკენ, უყურებდა და ალბათ თავადაც ფრენა სურდა... მერე ჰორიზონტზე უცნაური ღრუბლები გამოჩნდნენ, რომ მოახლოვდნენ ისინი დირიჟაბლებად იქცნენ,სიგარის ფორმის დირიჟაბლებად რომლებსაც ქვემოდან ორი დიდი ბურთი ჰქონდა მიბმული... ნატალია წამოიწია და კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვარიელა: ...დირიჟაბლები თუ ღრუბლები?... ალბათ უფრო დირიჟაბლები იყო, ქალმა უცებ ისინი რაღაცას მიამსგავსა.... აი თურმე რა ყოფილა! ....ის სასტიკი ინსტრუმენტები,მის ცხოვრებაში უხვად რომ იყო,ახლა ცაზე მიცურავდნენ და ძალიან სიმპატიურადაც გამოიყურებოდნენ, ნატალიმ მათდამი ლტოლვაც კი იგრძნო, ის ხომ ქალი იყო! წამოხტა ხელი დაუქნია, როგორც ერთ დროს ბავშვობაში ხელს უქნევდა გადამფრენ ფრინველებს შემოდგომაზე... მერე დანაღვლიანდა.... მათ თავზე გადაუფრინეს და ნელ–ნელა შორდებოდნენ...
–––დაბრუნდით... ჩემო ძვირფასებო... დაბრუნდით... ––უნებლიედ წამოსცდა ნატალის,––––...დაბრუნდიიით! ––– მერე გაიქცა, მოეჩვენა რომ ისინი ძირს ეშვებოდნენ... მირბოდა და ცდილობდა მისწვდომოდა ხელით, პირით... ნუთუ ენატრებოდა?
და მართლაც, დირიჟაბლები რომლებმაც ახლა საკმაოდ ძირს დაიწიეს და აშკარად პენისის მოხაზულობა მიიღეს, შეჩერდნენ, მკვირცხლი მანევრი გააკეთეს , გაიბერნენ და ნატალისკენ წამოვიდნენ.... ნატა ამას უკვე აღარ ელოდა, ხელები ზევით ჰქონდა აწეული, სახე შეწუხებული.... და რატომღაც ოდნავ წვა იგრძნო ძუძუს თავებზე.... ამასობაში, საჰაერო პენისების ესკადრილიამ ნატალი აშკარად მიზანში ამოიღო, მან ხელები დაუშვა და ჩაიმუხლა. ახლა რაღა ხდება? ...პენისები დაიძაგრენ, და ნატალიმ თავზე წვეთები იგრძნო, ზევით ახედვისა ეშინოდა, ახლა უკვე მხრებზე დაეცა რამოდენიმე წვეთი, ხელები გაშალა , შეუშვირა,... რაღაც ნაცნობი ბლანტი თეთრი სითხის წვიმა მოდიოდა, რომელიც სწრაფად ძლიერდებოდა, ქალი უკვე თავით–ფეხებამდე სველი იყო, მინდორი დაიტბორა, მერე ფეხზე ადგომაც მოუწია, რადგან მინდორი ტბას დაემსგავსა.... იფიქრა გავცურავო, მაგრამ საით? .....მიცურავდა, პენისები კი ირჯებოდნენ და ირჯებოდნენ ზევიდან, ახლა ისინი ძალიან ბევრი იყვნენ, დიდები, პატარები, გრძელები , მოკლეები .... ბანანივით მოკაკვულები, ყვითლები , თეთრები,... შავებიც კი! ნატალი დაიღალა ცურვით, უკვე ფიქრობდა მორჩა, დავიხრჩობიო, როცა ნავი დაინახა.
....პატარა ნავი სწრაფად მოაპობდა ბლანტ ზედაპირს, მასზე სერგო იჯდა და ნიჩბებს გამეტებით უსმევდა... აი ცოტაც და მიცურდა მასთან. –––მი... შველე....––––– ძლივს ამოთქვა ნატალიმ და ბლომად ჩაეყლაპა სითხე... ნავზე მყოფმა სერგომ გაიცინა, მერე ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, გაშალა და გულდასმით და გამოთქმით წაიკითხა.....
.... სადა ხარ, ტკბილო, ტანზე ვისი ოფლი გაწვიმდა.... კვნესით დაღლილო, შენი სერგო რად დაგავიწყდა? შენს მკერდზე ისევ, ისევ ბრწყინავს ამბორი ჩემი! სადა ხარ, ტკბილო.... საზიზღარო... ღირსი ხარ... ცემის, მხოლოდ ორი რამ თუ გადამრევს, არყოფნა შენი, და შემოდგომის მოლოდინი, როგორც... სასჯელი....
...ნატალი ცალი ხელით ნავს ჩაეჭიდა, მეორე კი მას გაუშვირა. ––––მიშველე!.. სერგომ ქაღალდი მომუჭა და შორს მოისროლა,ნატალი დააკვირდა, თუ როგორ აიღო მან ნიჩაბი და მოუღერა.... ....და ნიჩაბი მის თავზე დაეშვა! ნატალი შექანდა,ნავს ინსტიქტურად ხელი უშვა და ჩაძირვა დაიწყო, ვერაფერს ხედავდა, აღარც ესმოდა და ვეღარც სუნთქავდა... კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა თავში და ნატალი გონს მოვიდა.თვალები ძლივს გაახილა რადგან სახე სულ მოსვრილი ჰქონდა, მოიწმინდა და მის წინ სამი მამაკაცი დაინახა. ისინი შარვლებს იკრავდნენ და იცინოდნენ....
..მოულოდნელად გამაყრუებელი ჭახანი გაისმა, შევქანდი და ძირს დავვარდი, თავი მწარედ დავარტყი იატაკს..მერე ხომალდმა რყევა განაგრძო, ჩაქრა შუქი, ავარიული განათება ჩაირთო
----კომპიუტერიიი!!!!!!!!!! რა ხდება? ---შენ როგორ ფიქრობ? --მოულოდნელად გამოამჟღავნა იუმორის გრძნობა ბორტკომპიუტერმა----აფერისტმა მშვიდობისმყოფელებმა გვესროლეს!!!!!!!! ხომალდი ირყეოდა, ავარიული სიგნალი კი არა და არ წყდებოდა, -- რეაქტორი აღარ მუშაობს, ენერგიის წყარო აფეთქდა და ღია კოსმოსში გაიფანტა...კიდევ კარგად გადავრჩით....სარეზერვო წყარო მხოლოდ ეკონომიურ რეჟიმშია გააქტიურებული... სოცოცხლის უზრუნველყოფის სისტემაც სერიოზულად დაზიანდა, ჰაერის მარაგი 18 % ........წნევა ეცემა...ავტომატებმა ახლახანს მიიღეს შეტყობინება , 2 საათის შემდეგ შეკეთება დამთავრდება..თუ მანამდე არ ამოიწურა ჰაერის მარაგი.... --რაოოო???? --გადავირიე და წამოვხტი, მაგრამ ისევ დავეცი, ხომალდი სასტიკად ირყეოდა... ---კომპიუტერიიი!!!!!!!!!!!!--ვიბღავლე კედელს ჩაჭიდებულმა --არის! ---სტაბილიზაცია! ---სტაბილიზატორები მწყობრიდანაა გამოსული....რყევა 18 დეციბელი, 17..34...8 იძულებითი სტაბილიზაცია......არის...... ხომალდი ერთიც შეირყა და გაჩერდა....საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა....
................................................................
მომდევნო დღეები დეპრესიამ შემიპყრო, მხოლოდ ყავას ვსვამდი და ვოხრავდი, მახსენდებოდა მშვიდობისმყოფელები , სინამდვილეში ოკუპანტები რომ აღმოჩნდენენ! კომპიუტერი კი ნერვიულობდა, ეტყობა დაზიანდა და უხეშ შეცდომებს უშვებდა, მაგალითად წყალს არ აცხელებდა კარგად და ჩემს უკმაყოფილო ბურდღუნზე არალოგიკურ პასუხებს მაძლევდა... არ ვიცოდი რა გველოდა, ხომალდის შეკეთება დამთავრდა მაგრამ ენერგია აშკარად არ იყო საკმარისი, ტესტის შემდეგ მხოლოდ ერთი ძრავა ჩაირთო და ისიც მალევე გამოირთო....ხომალდის სისტემების რამდენიმე საათიანი ანალიზის შემდეგ კომპიუტერმა დაღლილი ხმით მაუწყა რომ ენერგოსისტემის მე-9 ბლოკი მწყობრიდან იყო გამოსული..... დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი იყო!!! შევეცადე ახლა მე მომეყოლა მისთვის რაიმე ....
...............................
დიდი ხნის წინ, სადღაც დედამიწაზე, ერთ ახლადგახსნილ ოფისში კომპიუტერები შეიძინეს ბითუმად.... ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ , ოფისის მენეჯერმა შეამჩნია რომ ორი კომპიუტერის აი.პი მისამართი სულ ერთმანეთს ეჯახებოდა, კომპიტერები აშკარად სიმპათიას განიცდიდნენ ერთმანეთისადმი, რადგან , როცა ერთი მათგანი მესამე სართულზე აიტანეს, მეორე დღეს დილით, იგივე განმეორდა... ქსელის ადმინისტრატორი შეეცადა ახლა უკვე ხელით გაეწერა პარამეტრები, მაგრამ როგორც კი კომპიუტერს გამორთავდნენ საღამოს და დილით ჩართავდნენ, იგივე მეორდებოდა....თანაც საგარანტიო ვადა უკვე გასულიყო! ამიტომ ადმინისტრატორმა განკარგულება გასცა კომპიუტერები არ გაეთიშათ ხოლმე... ერთხელაც, ეს კი შემოდგომაზე მოხდა, ერთ--ერთმა უგულისყურო თანამშრომელმა ოფისის ფანჯარა ღია დატოვა,,,,შემოდგომა იდგა, ღამით ქარი ამოვარდა, ღია ფანჯარაში ნეკერჩხლის გაყვითლებული ფოთოლი შემოფარტაფდა და ის კომპიტერის ქულერმა შეისრუტა! და საშინელებაც სწორად მაშინ დაიწყო , ქულერმა ბრუნვა შეანელა, მერე გაჩერდა, ღერძი გაიჭედა....კომპიუტერმა ERROR-ი ამოაგდო,....
მაგრამ მოგეხსენებათ ღამე იყო, ოფისის დაცვა ფხიზლობდა მხოლოდ, ისინი სვამდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ.......თან მწარე კომენტარებს და დედის გინებას არ იშურებდნენ, როგორც საკუთარი გუნდის, ასევე მოწინააღმდეგის მწვრთნელისა, თამაშის მანერისა და კიდევ რაღაცის მიმართ , უსასრულოდ აგინებდნენ კიდევ რაღაცას ...მგონი პოლიტიკურ მდგომარეობას....თუ ვალუტის კურსს.....ჰო და ამასობაში კომპიტერი გახურდა, ძალიან გახურდა..........
----მერე???--- იკივლა შეძრწუნებულმა კომპიუტერმა, რა მოხდა მერე? --მერე?--ირონიულად ჩავიცინე--მერე ის მოხდება რომ არავინ მივა დასახმარებლად , დილამდე კომპიუტერი დაიწვება! განადგურდება ! მეორე კომპიუტერი კი, დილით , ძილის რეჟიმიდან რომ გამოვა ნახავს რომ მისი რჩეული, ქსელური მეგობარი მოკვდა! მოკვდა! კომპიუტერმა უცნაური ხმები ამოუშვა.....თითქოს იღრჩობაო....ის აშკარად შეშფოთებული იყო.... --და ვინ უშველის? --ჩვენ უნდა ვუშველოთ....---ჩავილაპარაკე --მხოლოდ მე და შენ შეგვიძლია ვუშველოთ! თუ ვერ მივასწრებთ, ის კომპიუტერი განადგურდება, აღარ წარმოიქმნება შემთხვევითი პროტოკოლები, მუტირებული კომპიუტერი ვეღარ განვითარდება და შესაბამისად ისტორიაც! აღარ იარსებებენ ჭკვიანი ავტომატები! ხელოვნური ინტელექტი! აღარც შენ იარსებებ! რადგან ეს წარსულში ხდება ! და რაა მომავალი? წარსულს პლიუს ახლანდელი, აწმყო! უნდა ვუშველოთ..მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია...ხომალდი შეუქცევადადაა დაზიანებული, ვეღარ დავბრუნდებით დედამიწაზე...ყველაფერი დაიღუპა....ყველაფერი..... .........................................
კიდევ ერთი დღე გავიდა, კომპიტერი დუმდა, მერე უცებ შეცვლილი ხმით , თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა --არის გამოსავალი.... --კომპიუტერი! --არის კაპიტანო! არის გამოსავალი.... ---რაო? მერე........ --ჩემი კვების წყარო, ენერგიის წყარო, არაა ინტეგრირებული ხომალდის ენერგოსისტემასთან, ის სრულად ავტონომიურია..არის ვარიანტი რომ ჩემი ენერგიის წყარომ რამდენიმე წუთით დაქოქოს მთავარი რეაქტორი, ჩართული რეაქტორი გააქტიურებს ყველა სისტემას....მერე კვება მიეწოდება ყველაფერს..აღდგება...მაგრამ..... --რა მაგრამ? --თუ ორი წუთის განმავლობაში არ მოხდა ენერგობლოკის დაბრუნება, საბოლოოდ წაიშლება ჩემი პროგრამა, ავტომატური მართვა გაითიშება, ხოლო ხელით მართვა შეუძლებელი გახდება,ქაოსი დაისადგურებს ყველა ბლოკში,ავტომატები ბრძანება აღარ შეასრულებენ...ხომალდი დროებით განათებულ, ენერგიით აღსავსე, მაგრამ აბსოლუტურად უმოქმედო, უმართავ ჯართის გროვად გადაიქცევა! ..............................................................
დილით კარგად გავემზადე, გავიარე ტრენინგი კომპიუტერთან ერთად, ვითომ ვხსნიდი მის ბატარეას , მერე გავრბოდი რექტორთან და ვრთავდი კვების მოდულს....მერე ვუშვებდი რექტორს და ზღვრული სიმძლავრის მიღწევისას ვხსნიდი ისევ მოდულს, მერე მოვრბოდი, ვაყენებდი უკან და ასე უამრავრჯერ, იმდენჯერ რომ ძილშიც კი მესიზმრებოდა ეს პროცესი.... კიდევ რამდენიმე დღეც გავიდა, საკმაოდ გავიწაფე ამ პროცესში(თეორიულად) მაგრამ ფეხს ვითრევდი, მეშინოდა, იქნებ სხვა გზაც არსებობს მეთქი , მანამ, სანამ კომპიტერმა არ შემახსენა რომ უკვე კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებოდით ავიღე ინსტრუმენტები და კომპიუტერის პანელს მივადექი --ფრთხილად! ---შემახსენა კიდევ ერთხელ კომპიუტერმა---მას მერე რაც კვებას გამითიშავ, მე ვეღარ დაგეხმარები, ახლა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ყველაფერი! მე მინდა რომ მალე გავფრინდეთ დედამიწაზე და იმ კომპიუტერს დავეხმაროთ! --კი, როგორ არა,---- ვუთხარი აშკარა ირონიით და მთავარი პანელის დაშლა დავიწყე, მოვხსენი საფარი და უზარმაზარი ბირთვული ბატარეა დავინახე! ---რა არის ეს????? ამას როგორ ავწევ და მივიტან რეაქტორამდე? მერე უკან.....კი მაგრამ ის ხომ მძიმეა! რატომ აქამდე არ მითხარი! --მძიმე არაა, უბრალოდ მასიურია.. კაპიტანო..-----მითხრა აკანკალებული ხმით კომპიუტერმა. --20 წამი უნდა მოხსნას...კლემებთან ფრთხილად! თუ დაამოკლე, აფეთქდება და ფერფლად გაქცევს!
............................................................................................................................ ფრთხილად გამოვაძრე ერთი მავთული....კომპიტერმა უცნაური, დაბალი ხმა ამოუშვა..მერე დაპროგრამებული კომპარატორი ალაპარაკდა: ---კომპიუტერი კრიტიკულ ზღვარზეა...ჩასვით ძირითადი კვების წყარო! დარჩენილია 120 წამი....119..118.. აღარ ვუსმენდი! აკუმულატორს ერთიც შევხედე, ჩავიხუტე და რეაქტორისკენ გავიქეცი აქ საქმე უკეთესად წავიდა, კლემები უცებ მივახრახნე, ხელი აღარ მიკანკალებდა, კომპარატორის ხმა აქაც ისმოდა.. --ოპერაციული სისტემის წაშლამდე დარჩენილია .....90 წამი....89....88...87.....კომპიუტერი კრიტიკულ ზღვარზეა, კომპიუტერი დროებით გამორთულია....კომპიუტერი დროებით გამორთულია..... როცა მეორე კლემა მივახრახნე, რეაქტორის ჩამრთველი ეგრევე ნერვიულად გადავატრიალე.....გაისმა მძლავრი გუგუნი, განათებამ ერთიორად იმატა! რექტორის ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა! ალბათ ეს ყველაზე სასიამოვნო ხმა იყო ჩემს ცხოვრებაში!...ხმა გადარჩენისა!!!!!!!!!!!! ისე გავერთე რომ გაღიმებული ვიდექი, რეაქტორის ტიტანის ცილინდრს ვეფერებოდი და რაღაცა სისულელეებს ვბუტბუტებდი, რეაქტორის ვიბრაცია ტანში სასიამოვნოდ მივლიდა! მოულოდნელად გამაცია! დრო! დრო! კომპიტერი! ორი წუთი! ვაიმეეეეეეეეე.... კლემები ისე სწრაფად გავაძრე, ხელი გავიჩხაპნე და ამისთვის არ მეცალა, აკუმულატორი ფრთხილად , ბავშვივით ჩავიხუტე და უკან გამოვქანდი! მთავარ დერეფანში გამოსულს ახლაღა მომესმა თუ როგორ ითვლიდა უკანასკნელ ათეულ წამს კომპარატორი! ---11...10..9...დარჩენილია 8 წამი, მეხსიერების ბლოკში ავარიაა.....7 წამი....ნავიგაციის მოდულის პარამეტრები იშლება....ინსტრუმენტების პანელის დრაივერი წაშლილია.....ყურადღება! ახლოვდება კრიტიკული ზღვარი!....6....5... მე გადარეული მივრბოდი! ამ დროს ორ ნაკვეთურს შუა გამყოფ ძგიდეს ფეხი წამოვკარი..აკუმულატორი ხელიდან გამივარდა! მე კი ინერციით შევასკდი ფოლადის კედელს და გრძნობა დავკარგე................
.......
რომ გამოვფიხლდი, თბილოდა, სინათლე კაშკაშებდა, მივაყურადე..რეაქტორი თანაბრად გუგუნებდა, კომპარატორი დადუმებულიყო....ძლივს ავდექი და აკუმულატორს დავუწყე ძებნა, იქვე , კედელთან მიგორებულიყო....ავიღე და ის იყო ადგილზე დაბრუნება ვაპირებდი რომ უცებ მივხვდი..გვიანაა! ალბათ ძალიან გვიანაა! ნუთუ ძალიან დავიგვიანე????....
სასტიკად ცუდ ხასიათზე დავდექი, აკუმულატორს ხელი მოვხვიე და კოჭლობით, ჭირისუფალის სახით შევედი მთავარ ნაკვეთურში..ერთხანს თავი ვერ ავწიე რომ კომპიუტერის დისფლეისთვის შემეხედა.....მერე როგორღაც შევხედე ......კომპიუტერის პანელი ჩამქრალიყო, იქ მხოლოდ ჩემი შეშფოთებული სახე ირეკლებოდა....აკუმულატორი ჩავდგი თავის ადგილას და მივახრახნე..............თან ისევ ვფიქრობდი, ნეტავ დავიგვიანე? ძალიან დავიგვიანე? ჩაირთვება კი ??? პანელი აინთო. მონაცემები ჩაიტვირთა.....ცოტაც შევიცადე და მერე აკანკალებული ხმით ჩავილაპარაკე: --კომპიუტერი..... ...........................................
ერთი კვირა გავიდა, კომპიუტერი დუმდა, არანაირ ბრძანებას აღარ ასრულებდა.....ჰაერის მარაგი ალბათ ამოიწურა, ახალი პორცია ავტომატურად უნდა გენერირებულიყო კომპიუტერის მიერ...ეს კი არ ხდებოდა...ყველა ნაკვეთური დავხურე, ჰაერის ბოლო მარაგი მთავარ პულტთან გადმოვანაწილე .......კიდევ სამი დღე გავიდა , ვიჯექი და უმთავრესად კომპიუტერს ვესაუბრებოდი.....ის არ მპასუხობდა, სავარაუდოდ არც ესმოდა მაგრამ ჩემი მონოლოგი მევე მაწყნარებდა........ იმ ღამით მოულოდნელად გამეღვიძა და ვიგრძენი რომ ჰაერი ძალიან გაიშვიათდა, ქოშინი დამეწყო, ამტკივდა თავი, ისევ კომპიუტერთან მივედი და უკვე ხვეწნა დავუწყე: ---კომპიუტერი!....ჩაირთე რა.....ჩაირთე თორემ დავიღუპებით....ყველანი დავიღუპებით! მაპატიე რომ გავერთე! ისე,ისე გამოხარდა როცა რეაქტორი ჩაირთო რომ....ვიფიქრე ...ახლა გავქროლდებით დედამიწისკენ..მე და შენ..სწრაფად გავქროლდებით! გადავარჩენთ მომავალს....მაპატიე.....
.......................................................................................... ჰაერი აღარ მყოფნიდა, ყელში რაღაც მიჭერდა...ნაკვეთურში შუქი გაბაცდა.......მერე ნელ-ნელა ჩაბნელდა......ილუმინატორში კი პირიქით, განათებამ იმატა....ილუმინატორს მივუახლოვდი ბარბაცით...ვიგუდებოდი....გარეთ, ღია კოსმოსში ფერადი პეპლები ფრენდნენ....ულამაზესი პეპლები.............მერე ...მერე..........მერე წურბელა დავინახე, ის ლუდის ჭიქაში ჩახტა, მერე ამოხტა, ჭიქის კიდეზე ჩამოჯდა და......როკ-ენ-როლი შეუბერა....ოჰ...და ეს ხომ ელვის პრესლია!........ბრავო, ელვის!!!... ხომალდი სულ ჩაბნელდა..მერე მოულოდნელად თვალისმომჭრელად გაკაშკაშდა ...ამ დროს აღმოვაჩინე რომ გულაღმა ვაგდივარ და ჰაერის ჭავლი სახეში მცემს ! --კომპიუტერი....--წავიჩურჩულე.. --ა--არის! ---გავიგონე ღრჭიალა ხმა თვალი მოვხუჭე და გავიღიმე.......რა მშვენიერი სიზმარია.... მერე უცებ გამოვფხიზლდი....... --კომპიუტერიიიიი! --ვიბღავლე გიჟივით! -არის კაპიტანო! --რააა?????? ---სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე და წამოვხტი, მაგრამ თავბრუ დამეხვა და ისევ გავიშხლართე....თავში აუტანელი ტკივილი პულსირებდა. --15 წუთში ჰაერის შემადგენლობა და წნევა დარეგულირდება......მოგესალმებათ ბორტკომპიუტერი , ნომერი 1876549.....მიბრძანებთ დაუყონებლივ დავიწყო გადარჩენის მისია? თუ ჯერ გადავტვირთოთ პარამეტრები? მიმართულება ...... ---კომპიტერი! ---არის! ---მიმართულება დედამიწისკენ! ზღვრული სიჩქარე! ---არის კაპიტანო! გუგუნმა იმატა, ყველა ძრავა ჩაირთო, ხომალდი შეზანზარდა! ---ათწამიანი მზადყოფნა..მოემზადეთ კაპიტანო...იწყება აჩქარება.... 10 9 8 7 6 5 4 3 2 1...სტარტი! ხომალდი დაიძრა, ჯერ მანევრი გააკეთა, მერე უცებ აჩქარებამ კედელს ამაკრო..შევეცადე რამეს ჩავჭიდებოდი, ხომალდი საშინლად ძიგძიგებდა და ირყეოდა! კედლები ზანზარებდა! --კომპიუტერიიიიი! --არის კაპიტანო! ---შეანელე! ხომალდი იშლება!..იშლება! იშლება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! დაიშალა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
..........................
რა გაყვირებს ბიჭო? --რაო? -- გეყო, გამოდი შე ჩემა! კუჭი აგეშალა? 20 წუთია უკვე მანდ ზიხარ.... არტურა? აქ საიდან? თვალი გავახილე, ტუალეტში ვაგდივარ , ხელში გატეხილი ნათურა მაქვს ჩაბღუჯული , ვერაფერს ვხვდები და ისევ ვყვირი:
----დაიშალააააა!!!!!!!!!!!!!
--გამოდი ბიჭო! ანძრევ თუ რას აკეთებ! გამოდი ,მეფსია შე ჩემა ! ვდგები, კარს ვაღებ , არტურა დგას, იცინის ----შუბლზე რა გჭირს ბიჭო! რამხელა კოპი გადევს! მამაშენმა გცემა ? აქ ემალები? რა გჭირს? რანაირად მიყურებ?
--დაიშალა....იშლება----ვბუტბუტებ , გატეხილ ნათურას ხელში ვატრიალებ და გამოვდივარ, არტურა უცნაურად მიყურებს , ახლა აღარ იცინის, მერე უცებ მეუბნება:
--ეეეე..შენ საიდან იცი ბიჭო? აქ არ იჯექი?..დაიცა, მართლა, საიდან გაიგეეეე?
---რაო?--- მიკვირს ...
----საბჭოთა კავშირი დაიშალა! 2 წუთის წინ გამოაცხადეს ტელევიზორში....., მაღადავებ? მართალა არ იცი? აბა რა დაიშალაო.....იშლებაო....რას ყვიროდი?
.................................................................................
მას მერე დიდი ხანი გავიდა..... მაგრამ ახლაც კი, თვალს მოვხუჭავ თუ არა, იწყება .....
--კიმპიუტერი!- --არის! --მიმართულება ...ჯანდაბას მიმართულება! ოღონდ აქედან სადმე შორს! ათწამიანი მზადყოფნა! --არის კაპიტანო! 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 0.............................................
ს.ნ. 2015
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მალადეც! მართლა ყოჩაღ!
მალადეც! მართლა ყოჩაღ!
3. მომეწონა!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა!!! გაიხარე შენა!!!
2. ბრავო, სერგეი! საოცრად ლამაზად და საინტერესოდ წერ! ბრავო, სერგეი! საოცრად ლამაზად და საინტერესოდ წერ!
1. ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ზოგიერთი ადგილი მყრალი იყო ძალიან,თუმცა მთლიანობაში საინტერესო და ემოციური წასაკითხი იყო,აფერუმ შენს ფანტაზიას :)))
ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 ზოგიერთი ადგილი მყრალი იყო ძალიან,თუმცა მთლიანობაში საინტერესო და ემოციური წასაკითხი იყო,აფერუმ შენს ფანტაზიას :)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|