ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2015


ჟამი წარსულისა

სიცხე მოგვეძალა მე და საქართველოს,
თოვლიან ბილიკზე ჩამოდნა თოვლი,
ახლა გაზაფხული კარზე აკაკუნებს
მასთან შესახვედრად მოდი...
მოდი! - გადმოცურე ცხრა ზღვა უსასრულო,
ცრემლით მოწმენდილით მეწვიე,
მოდი!- გავიხსენოთ ჟამი წარსულისა,
როცა საქართველოს გერჩიე...
დაცხა და ქალაქი მოიცვა მზის სხივმა,
ხვატი იარება - დაგიბარე,
მოდი! - შევეწიროთ სიყვარულს თავხედურს,
„გრძნობის დაგვარქვან კამიკაძე“...
ანდა სინანულის ავაგოთ კოშკები,
გუშაგად დავუდგეთ ორნი,
ვიცი ეშველება ქვეყნად ყოველივეს,
ოღონდ იწამე და  მოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები