ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2015


ჩემი ფანჯრის წინ.

ჩემი ფანჯრის წინ მწვანე კაბას იხდის აგვისტო,
წვიმა თავს იკლავს ჩემს რაფაზე დღემუდამ რადგან
ფიალა მისი მოთმინების ისევ აივსო,
ისევ იგემა ტკივილი და შეიგრძნო დაღლა..


მე ახლაც მინდა დაგიჯდე და მშვიდად გიამბო ,
რატომ ხუნდება ჩემს ოთახში ყოველი ღამე,
შენ არც კი იცი..ვერც კი ხვდები ჩემო ძვირფასო
როგორ ვაცოცხლებ ღონემიხდილ და მოხუც წამებს..


რომ სიმარტოვე ახლა ჩემში ისე დიდია,
ლამის სარკესთან ჩემი თავიც გადამეკარგოს..
ვზივარ უხმოდ და ვხედავ ჩემგან როგორ მიდიან,
ალბათ ვინ იცის, დღეის იქით ვეღარც კი ვნახო..


შენ კი ძვირფასო, ალბათ ფიქრობ რა მარტივია
იჯდე მარტო და უიმედოდ ხუჭავდე თვალებს,
შენ არც კი იცი..ვერც მიხვდები თუ რა ძვირია
ბედნიერება,თუმც ხვალ ისიც გაჰყვება წამებს..


ჩემი ფანჯრის წინ ამინდმაც კი დაუშვა ქოლგა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები