ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2015


პატარა სიბრძნეები

პატარა სიბრძნეები

თუ დაუჯერებ გაიძვერას,
ხარ გაიძვერა!  ...
რად წამოწითლდი სახეზე და რამ აგიძგერა
გული,
ეგ გული დაგლესილი  ,,უხად ჭურივით?’’
ნუთუ, არა გაქვს  სიკეთის ქმნის მცირე სურვილი? ...
ჭეშმარიტებას ამ სიტყვების მაშინ მიხვდები,
პარასკევ დილით სხვის დირეზე,
ძეხვს თუ მისწვდები.

. . .
ჩვენი  წარსული
იმით არის მნიშვნელოვანი,
რომ არ შეიქმნას მომავალი
ორაზროვანი.

. . .
მიუტევლობით
საკუთარ სულს უფრო ამძიმებ! ...
შენ ხომ მრავალჯერ მიგეტევა
ამ ხნის მანძილზე?! ...

. . .
,,უაზრო  სიბრძნით’’
ყველას თავი გამოვულაყე ...
მე ქრისტესავით ჯვარსგაკვრული,
სამჯერ უარმყვეს,







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები