ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2015


.

მე , რომ შემეძლოს, ავიღებდი დილითვე ბილეთს
და პირველივე რეისით გავემგზავებოდი..
თუმცა ვიცი..
დანამდვილებით ვიცი,
რომ გაფრენისთავანე ვინანებდი..
გადიდებული თვალებით მოვივლიდი ქალაქის ფართო ქუჩებს,
მერე კი სადმე სიახლისგან და ემოციებისგან დაღლილი,
ღონემიხდილი ჩამოვჯდებოდი და აუცილებლად,
აუცილებლად ვინანებდი...
მე ვიცი, რომ არაფერია განსაკუთრებული ჩემს ქალაქში..
თუმცა არც იქ იქნებოდა რაიმე ისეთი,
რის გამოც უარს ვიტყოდი ჩემს სახლზე..
ჩემს ოჯახზე..
ჩემს ხალხზე..
ქუჩებზე..
მაგრამ მაინც  აუცილებლად წავიდოდი!
არც დავფიქრდებოდი, ისე წავიდოდი,
მხოლოდ იმიტომ, რომ მივმხვდარიყავი
რა ბედნიერი ვარ ყოველ დღე,
როცა ჩემს ლოგინში ვიღვიძებ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები