ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2015


შავი ფიგურა

შავი ფიგურა ჩრდილმდინარე პატარა ნავში
დაჰყურებს ხელებს თვალდამსკდარი, უხეში ნდომით
გაფანტოს ჩრდილი და მდინარის მოწყვეთილ ტალღებს
ისე გადაჰყვეს, როგორც წინა ღამით  ხილულ სიზმარში.
წყდება მდინარე და ფიგურა მიცოცავს კლდეზე
ლოცულობს ჩუმი, გზაში მრავლად ნატეხი ხმებით
და მისი ლოცვა ისე ძლიერ ასკდება კლდეებს,
როგორც ხმაური სიჩუმისგან დამპალ ოთახში.
შავი ფიგურა მარტოობით გამთელეულა
მძიმე ტალღები მის ნაკვალევს ნახევრად აქცევს
ჩრდილად მდინარე რეალობის ნახევრის კვალი
ჯერ კიდევ წარსულს გამრუდებულ სხეულში ამწყვდევს.
ის იწყებს ლოცვას გზაში მრავლად დაჭრილი ხმებით
და უცხო ხმები თვალში მსუბუქ ტკვილებს ტოვებს
ტკივილი რჩება თვალებშიგნით, ფიგურა ფიქრობს
ალბათ თვალებში ეწვეთება ნარჩენი ღამე…
შავი ფიგურა უდროობის წარმავალ ჩრდილში
გაყინულ ხელებს ბინდშემოსილ კოსმოსში ითბობს
დაჰყურებს კლდეებს უკვდავობის დამფრთხალი შიშით
ოდესმე გაჰყვეს კლდის პირიდან გამომკრთალ ტალღას...
ის იწყებს ლოცვას და ლოცვებით ევსება პირი
ის უწევს ხმას და ლოცვანი ეღვრება სისხლად
სისხლი მკრთალდება, ხელებს უსვრის  მომაკვდავ ხმებით
და შემომხმარი ჩრდილებივით ტვირთად აწვება...
შავი ფიგურა ჩრდილმდინარე პატარა ნავში
დაჰყურებს ხელებს სრულქმნილობის ძლიერი ნდომით
გაფანტოს კვამლი და მდინარის მოწყვეტილ ტალღებს
ისე გადაჰყვეს, როგორც წინა ღამით ხილულ სიზმარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები