ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინდია არაბული
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2015


არასწორი კოანი

ჭა არ იტოვებს ხმებს.
ყლაპავს ჩაგდებულ კენჭებს.

როგორც შესაფუთ ქაღალდს
ჭა არ იტოვებს ხმებს.

ჩემს ქვიშის ბაღში ყრია
თხუთმეტიოდე ხმა
და ერთი ისმის მხოლოდ.

მათ შევაგროვებ სადმე
როცა გაქრება ბოლოც
და ახალ სხეულს მივცემ.
-ახალ, მდუმარე საგნებს.

ცა არ აბრუნებს ხმებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები