ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2015


  ჩამოტვირთვა

== სარკიდან ნათქვამი ==

გთხოვთ, მაპატიეთ,
რომ არ ვარ მე ის -
ვინც თქვენ გინდოდათ ვყოფილიყავი.
მირჩევნია, რომ სარკის წინ მდგარი
ვხედავდე ჩემს თავს;
ჩემს განწყობებს,
ჩემს ნააზრევებს
და არა იმას, -რაც ჩამძახეს
და ავირეკლე.
გთხოვთ, მაპატიეთ,
რომ ვარ მე სულ სხვა და ავისხლიტე
სიტყვა თქვენი;
და არ ვარ თიხა -
არ ვიძერწები.
რომ მე - მე ვარ
და
სარკეშიც ვხედავ მე ჩემს თავს,
ისეთს,
როგორიც  არ მოგწონდით,
სულაც არ გსურდით _
ჩემი ნაკლით
და ჩემი აბსურდით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები