ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მარი მილე
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2015


....

თვალს თუ დახუჭავ ცრემლის დენით გახსნილი სევდა
პირმორღვეული სხეულივით გადახსნის ჰაერს.
თუ არაფერი არ მოხდება, შენი სხეული
მიტოვებული ოთახივით ლპობას დაიწყებს.
თვალს თუ დახუჭავ, დაინახავ ანარეკლს სახის
თვალებზე მუქად გადასმული მდუმარე ხაზით
მაშინ წარსულიც, ბავშვის მძიმე სხეულის შიგნით,
სარკის ნამსხვრევებს ცარიელ კანზე ტალღად დაუვლის...
და როგორც ხმები, ტალღის ცემით მომაკვდავ უფსკრულს
შენი მუსიკაც კანზე დასმულ ნამსხვრევს მოუსმენს...
თვალს თუ დახუჭავ, კარებს მიღმა დარჩება ყველა
და მაშინ მიღმა არსებობის ძლიერი ქარი
შენი თვალიდან დააბრუნებს ყველა იმ ხილვას
უნახავადაც სხეულს შიგნით რომ არ გასვენებს...
და მეგობრები, გადაყრიან დარჩენილ მტევნებს
შენი ხელიდან თვალებამდე რომ გაიზარდნენ.
სიკვდილის წინაც არ ფიქრობდი ალბათ თვალებთან
ჭრილობამდელი ნაყოფები რომ გესახოდნენ.
და მეგობრები, გადაყრიან დარჩენილ ფოთლებს,
შენი მდუმარე არსებობით გამოზრდილ ნაყოფს
და ვეღარავინ ვერ შეამჩენვს გადახსნილ ყელზე
ტალღად დავლილი ნამსხვრევების უცნაურ ხმაურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები