ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2015


...

დანიელ,
დატოვეთ გრძნობები უცვლელი,
დაუშვით ფარდები,და როგორც იტყვიან
მოუშვით ჩემამდე ფხიზელი მუზები
თორემ თქვენც ხომ ხედავთ..ისვრიან..
ისვრიან
ერთმანეთს ფანჯრიდან ნივთებად დანიელ!
დავუწყოთ გვერდიგვერდ მიყრილი სიტყვები
გრძნობებს და რა ფასად დაგვიჯენს ამიერ
ცხოვრება-ნუ იტყვით..დამპირდით..
მპირდებით?
თქვენს სურნელს ნუ აფრქვევთ უკვალოდ სივრცეში,
თქვენს სურნელს ნუ აფრქვევთ!როგორმე დამინდეთ..
ფეხებზე მეკიდა გრძნობები მისდღემში,
მაგრამ თვენ მიყვარხართ..მიყვარხართ
დანიელ !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები