ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
12 სექტემბერი, 2015


რად დაარქვით ნაცარა ?

ბაჭია ჰყავს გიორგის,
სახელია - ნაცარა,
თუმცა ერთი ციცქნაა,
სალათისგან გაგვცალა.

პურსაც კარგად მიირთმევს,
არ იწუნებს ნიახურს,
ყველას მიუცუცქდება,
მოფერება ვისაც სურს.

ის ისეთი ცელქია,
ისე ყურებცანცარა,
უნდა ერქვას ცქვიტი და
რად დაარქვით ნაცარა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები