ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 სექტემბერი, 2015


21-ე საუკუნემ მიმოიხედა!..

წითელი მრგვალი სარკე მოელვარე,
არანათელი სითბო და მკრთალი ფერები,
მკვდარი ნაცრისფერი ანუ შეურაცხყოფილი ლურჯი.
აისის მოლოდინი და გაფერმკრთალებული დღე დაისამდე...
სინათლე თვალის გასწვრივ,
უცრემლო სინათლე,
უჩვეულოდ თეთრი,
ჩვეულებრივი, კიდევ უფრო ჩვეულებრივად აღქმული
და გზა,
სხვადასხვაგვარად გავლილი ერთი და იგივე გზა,
ზრდა, სულიერი ზრდა
და წვდა
დაისის მუქი წვდა ქუჩაში დღეს  და
მზე, ნათელი მზე
გაქრა თუ ჩაქრა ,
სხვა ხმა,
სადღაც შთანთქა,
ამ ზღვამ ბოლომდე შთანთქა მზე,
წამი შევცვალე დღეს და შევსდექ...
რა იქნება ხვალ,
ის, რაც დღეისთვის შევქმენ,
მისი ლოგიკური ჯაჭვის არალოგიკური ბოლო,
და გთხოვ,
სინაზეს გთხოვ ამ ერთხელ
და გთქომ,
ათასჯე სხვადასხვაგვარად გთქომ...
when i need you!
მჭახე წითელიც გაქრა და
შეურაცხყოფილი ლურჯის იმედადღა ვარ,
ჭუჭყისფერი თეთრის კვალდაკვალ.
when i need you!
სინატიფე დააკლდა სამყაროს და,
21-ე საუკუნემ მიმოიხედა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები