ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2015


არ ვიცი

არ ვიცი... როგორ შეიძლება უყურო ფოთლებს
და არ იყო სევდანარევად ბედნიერი?!

წუხელ, ღამით, ჩემი თვალები სიზმრებმა დაორთქლეს
და მე საერთოდ არ ვყოფილვარ
წინააღმდეგი,
ალბათ მომეწონა რომ თოვლიანი გზა ვიყავი
და თითოეული შენი ნაფეხური მახსოვდა.
რომ შემეძლოს სხვანაირადაც ვიფიქრებდი.
დღეს კი ვცხოვრობ და თვითონვე მიკვირს,
როგორ ვძლებ...
არ დამიჯერებ და იმდენად ცუდია გარშემო ყველა,
არ შემიძლია რომელიმე მათგანი არ მიყვარდეს!

ნეტავ რატომ აგვიანებენ ჩემს სახლთან ფოთლები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები