რა ადვილია, გერქვას ,,უცხო’’. მარტო გაუყვე უცხო ქალაქის დასიცხულ ქუჩებს, ჩრდილიდან წამოზრდილმა მოხუცებმა შენს ახალგაზრდობას თვალი გააყოლონ, წამიერი პაუზის შემდეგ კი ნაჩქარევი დიაგნოზი დაგისვან: ,,ვიღაც უცხოა.“ ეს იქნება შენი განაჩენი და არ არსებობს გადარჩენა გაქცევის გარდა.
რა ადვილია გერქვას ,,უცხო“. როცა შენი პირადი ცხოვრება მხოლოდ შენ გეკუთვნის და არ გაინტერესებს, რას ფიქრობს მეზობელი, რომელიც არ გყავს.
რა ადვილია გერქვას ,,უცხო“. და ტვირთად გაწვეს არა წარსული, არა აწმყო ან მომავალი, - მხოლოდ ზურგჩანთა.
რა ადვილია იყო ,,ვიღაც“, შენ კი პირიქით,- შენ ხარ შენ, კაცმა არ იცის, ვის რას უმტკიცებ, რაში გჭირდება ეს ყველაფერი.
დაე, გიწოდონ მოგზაური, შენგან რა მიდის, - მათი ქალაქის ნანგრევებში შენს თავს აშენებ.
დაე, გიწოდონ მაწანწალა, მერე რა მოხდა? ბრმები თვალს მაინც ვერ გააწვდნენ შენს გაკვალულ თავისუფლებას.
რა ადვილია გერქვას ,,უცხო“ და მაინც ეძებ ადამიანებს.
16:59 19.09.2015წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. შესანიშნავია: ) შესანიშნავია: )
9. რა ადვილია გერქვას ,,უცხო“ და მაინც ეძებ ადამიანებს
შესანიშნავია! რა ადვილია გერქვას ,,უცხო“ და მაინც ეძებ ადამიანებს
შესანიშნავია!
8. გაიხარეთ, მეგობრებო, დიდი მადლობა! აღარ მეგონა, ვინმე თუ წაიკითხავდა, აქ კი ასეთი სასიამოვნო კომენტარები დამხვდა. მოკითხვა, ქ-ნო მზისო, გულითადი! გურამ, ჯერ არ გიცნობ, მაგრამ გიცნობ და პატივს გცემ :) მოკლედ,- გაიხარეთ! გაიხარეთ, მეგობრებო, დიდი მადლობა! აღარ მეგონა, ვინმე თუ წაიკითხავდა, აქ კი ასეთი სასიამოვნო კომენტარები დამხვდა. მოკითხვა, ქ-ნო მზისო, გულითადი! გურამ, ჯერ არ გიცნობ, მაგრამ გიცნობ და პატივს გცემ :) მოკლედ,- გაიხარეთ!
7. ნაცნობი განცდა ზურგჩანთით მოტანილი. კარგია. ნაცნობი განცდა ზურგჩანთით მოტანილი. კარგია.
6. არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი აქამდე რა დაგიწერია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.... ეს იდეალურია წარმატებები არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი აქამდე რა დაგიწერია, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.... ეს იდეალურია წარმატებები
5. კარგია, არმენ. სულ უნდა წერდე, სულ, როცა ასეთს ქმნი.
გეფერები, ბევრს. კარგია, არმენ. სულ უნდა წერდე, სულ, როცა ასეთს ქმნი.
გეფერები, ბევრს.
3. ჩვენს ქალაქში ყველაზე შინაურულად ვარ, ირმა, შესაძლო გაშინაურების ფონზე ყველაზე შინაურულად, მაგრამ ისე ყურში გეტყვი, ისე რომ ვერავინ გაგვიგოს, შინაურულად აღარსად ვარ, ვერ ვისვენებ ვერსად, ვცქმუტავ, რაღაც სხვას ვეძებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას. ცხოვრება არ მყოფნის, სიყვარული არ მყოფნის, ურთიერთობები. მოკლედ ეს პირადი თემებია, რაზეც მხოლოდ შენთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან პირისპირ ვიმსჯელებდი მხოლოდ. პ.ს. მე რომ დროის ფასი ვიცოდე, დროულად მივიღებდი ზომებს ცხოვრების დასაწყებად :) ჩვენს ქალაქში ყველაზე შინაურულად ვარ, ირმა, შესაძლო გაშინაურების ფონზე ყველაზე შინაურულად, მაგრამ ისე ყურში გეტყვი, ისე რომ ვერავინ გაგვიგოს, შინაურულად აღარსად ვარ, ვერ ვისვენებ ვერსად, ვცქმუტავ, რაღაც სხვას ვეძებ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას. ცხოვრება არ მყოფნის, სიყვარული არ მყოფნის, ურთიერთობები. მოკლედ ეს პირადი თემებია, რაზეც მხოლოდ შენთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან პირისპირ ვიმსჯელებდი მხოლოდ. პ.ს. მე რომ დროის ფასი ვიცოდე, დროულად მივიღებდი ზომებს ცხოვრების დასაწყებად :)
2. ჯერ ერთი ის, რომ გამიხარდა მუზა რომ შემოგირიგებია :)
მერე- მოაზროვნე ადამიანის ნაწერია ეს, პოეტისაც.
"დაე, გიწოდონ მოგზაური, შენგან რა მიდის, - მათი ქალაქის ნანგრევებში შენს თავს აშენებ. "
ბოლოს- იმედია, ჩემს ქალაქში არ გიგრძნია თავი "უცხოდ" :)
და კიდევ, მთლად ბოლოს: 16:59 - იცი დროის ფასი, მეგობარო :)
ჯერ ერთი ის, რომ გამიხარდა მუზა რომ შემოგირიგებია :)
მერე- მოაზროვნე ადამიანის ნაწერია ეს, პოეტისაც.
"დაე, გიწოდონ მოგზაური, შენგან რა მიდის, - მათი ქალაქის ნანგრევებში შენს თავს აშენებ. "
ბოლოს- იმედია, ჩემს ქალაქში არ გიგრძნია თავი "უცხოდ" :)
და კიდევ, მთლად ბოლოს: 16:59 - იცი დროის ფასი, მეგობარო :)
1. კაია კი +2 წარმატებები კაია კი +2 წარმატებები
|
|
მონაცემები არ არის |
|
|