ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2015


მთის ქალო...

შენ მთიდან მონაბერი სიო ხარ,
გაჰყურებ ცას და
ხელის გულზე ვარსკვლავებს ითვლი.
შენ ის ხარ, 
ვისაც სიყვარული სხვაგვარად ესმის.
გვერდით გყავს ქმარი,
რომლის მკლავზეც თამამად წევხარ
და შვილებს,
როგორც სიყვარულის ლამაზ ყვავილებს -
კუბოს კარამდე ერთგულების მაგალითს აძლევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები