ჩვენს კლასში სიკეთის მთესველად ცნობილი, იყავი მკვირცხლი და საოცრად მოქნილი.
სახეზე მუდმივად ღიმილი გეხატა, მზად იყავ, დამჩაგვრელს ქცეოდი მეხადა.
მახსოვხარ, გოგოთა კერპი და მფარველი და ქუხდა იმ წლებში სულ შენი სახელი.
სხვა და სხვა მხარეში ჩვენ ბედმა დაგვფანტა, ეჰ...ახალგაზრდობაც რა უცებ დამთავრდა. ............................................................................. გავიგე, ქცეულხარ ბღენძია უფროსად, ზემოდან დაჰყურებ ახლობელს, უცხოსაც...
ვერ დავასამარე ბავშვობის ხატება, ვერ გადავაბრალე ასაკის მატებას.
ვიფიქრე, მენახა საკუთარ თვალებით, იქნებ, ცილს გწამებენ ნაწყენი ქალები.
მდიდრულ მისაღებში მნახველთა რიგია: „ ჯერ არ მობრძანებულაო, ბატონი გიგია“.
კარები გაიღო სულ რიხინ–რიხინით, ვიღაც შემოგორდა რაღაცის ჯიჯღინით.
სალამი კი არა, ზედაც არ გვიყურებს... მე ვეღარ ვუჯერებ ვერც თვალებს, ვერც ყურებს.
მდივანი თან შეგყვა შიშით და კანკალით, გამოდის, გამოაქვს ახალი ამბავი;
–დღეს ვეღარ მოიცლის უფროსი თქვენთვისო, მიბრძანდით, აღარ ღირს აქ მოცდა მეტისო.–
ვუთხარი, რომ ვიყავ მე, შენი კლასელი, ვთხოვე, გადაეცა ჩემი გვარ–სახელი.
მალე რობოტის ღიმილით მოვიდა: –ასეთი არავინ მახსოვსო სკოლიდან.
მოვდივარ, მატირებს ეგ ფერიცვალება, ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ვავა ვავა...+ ვავა ვავა...+
6. გილოცავთ დაბადების დღეს! სულ სიხარული და ბედნიერება თქვენს ლამაზ ოჯახს! გილოცავთ დაბადების დღეს! სულ სიხარული და ბედნიერება თქვენს ლამაზ ოჯახს!
5. მოგიკითხეთ და დაბადების დღეს გილოცავთ,მანანა,დეიდა :) :* მოგიკითხეთ და დაბადების დღეს გილოცავთ,მანანა,დეიდა :) :*
4. "ეჰ...ახალგაზრდობაც რა უცებ დამთავრდა."-ო?
გილოცავთ დაბადების დღეს! წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერებას! ახალგაზრდობა არ დამთავრდება, მერწმუნეთ! ............................................................................. "ეჰ...ახალგაზრდობაც რა უცებ დამთავრდა."-ო?
გილოცავთ დაბადების დღეს! წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერებას! ახალგაზრდობა არ დამთავრდება, მერწმუნეთ! .............................................................................
3. დავბრუნდი და შემოვიხედე დე :) დავბრუნდი და შემოვიხედე დე :)
2. ალბათ.... :( ალბათ.... :(
1. ძნელია ასეთი ცვლილების ატანა... რას იზამ? - მის სხეულს მოერგო სატანა!
გულს ნუ გაიტეხ, მანანა... :)
ძნელია ასეთი ცვლილების ატანა... რას იზამ? - მის სხეულს მოერგო სატანა!
გულს ნუ გაიტეხ, მანანა... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|