ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: საბავშვო
25 სექტემბერი, 2015


ნუცას სტუმარი

არ გაისვლება კარში,
სიცივე ძვალში ატანს.
დედა საუზმეს გაშლის,
ნუცა ფერიებს ხატავს,
სადარბზოდან სახლში
შემოპარულა კატა,
 
ნუცას საწოლზე ძინავს,
გადუგრიხავს  კუდი,
აღარ აწუხებს წვიმა,
და არც სიზმრები ცუდი:
ხედავს,რძის ფიფქი ცვივა,
და ხურავს ვეფხვის ქუდი!

უცებ , შეჰკივლა დედამ:
„ვაიმე, ამის ამტანს,
თავხედი, როგორ ბედავს,
ნუცას  საწოლზე ტანტალს!“
ბეწვზე გაასწრო ბედად,
იმ საცოდავმა კატამ...

ნუცა შეწუხდა, მედგრად
რომ ვერ დაუდგა გვერდში,
რომ ვერ შეჰბედა დედას:
„დეე, სტუმარს რატომ ერჩი?“

სადარბაზოში გადგა,
ჩუმად,  რძიანი თეფში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები