ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2015


მადროვეთ!


ძილთაშინ სიყრმისკენ მეჭირა გეზი და-
კალთიდან ბებიას ცვიოდა იები...
კვლავ მსურდა, დიდგულა კალათა მეზიდა
და კაბა ჩამეცვა წითელი ღილებით
შიშველი ფეხებით წვიმაში მერბინა,
ან კიდევ მეცურა მაჭახლის ღელეში,
რავქნა თუ ურჩობა აკვნიდან მომყვება
კლდის პირზე გავლასაც ვერაფრით შევეშვი.
ვერც  გველმა დამაფრთხო,
ვერც ხვლიკვთა სისინმა,
აქ ყველა თითქოსდა როგორღაც მდარაჯობს,
არავის ვუსმენ და სულ ჩემთვის ვტიტინებ
და ყველას ნერვებზე აშკარად ვთამაშობ...
და მაინც  ძალიან ვუყვარვარ ბებოს და
სულაც არ ანაღვლებს, ბაბუ რომ დუდუნებს:
თითქოსდა  ყველაზე ცელქი და ურჩი ვარ
არადა,ამასვე შრიალებს  ,,თუთუნიც“
რომელიც კედლებზე ბაწრებით გაფინეს,
ჩუჩელა გახადეს თითქოსდა ნალია,
იმდენი ვიცინე ამაზე მახსოვს რომ
თავადაც კი შემრცხვა,რა დასამალია...
წისქვილის კარებთან წაქცეულ გოდორში
ვჯდები და ბავშვობას მარცვლებად ვაგროვებ...
სიზმარში თუ ვტირი,ნუ გამომაფხიზლებთ-
ბავშვობა მადროვეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები