ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2008


ეტიუდები

* * *

ათენგენაა,
საკლავები ხატისკართან
ლოცვებს ლექსავენ,
ვემწყალობნოო -
ჩაისუნთქა მუსას ჭედილამ,
ზის ჯურხა პაპა
ერთ მასავით ჯაგლაგ თეთრაზე:
"ბებრებ ორთაო"-
თავს იმართლებს,
მისუნებურ
ხელის ცახცახზე.

* * *

ათენგენაა,
დასტურებთან დიაცები დაქოთქოთებენ,
ბალღებს შუბლებზე
კვლავ აჩნიათ წითელ ჯვრები და
მზექალა ბებოს გამომცხვარი კეცეულები,
დიდ მწვანე ჯამში გამდნარ ერბოს ეშურებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს