ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2015


* * * ისეთი ხმაურია თალიე

ისეთი ხმაურია, თალიე,
გეგონება, რაინდებს აუჯანყდნენ წისქვილები.
– ასი წლის მკვდრებმა ჩირაღდნები ჩამოირიგეს
და ფარცა-ფერხულს უნათებენ ჩემს სახლს გალავნად.
შემომძახებენ "მასპინძელოს " ყოველ წრეზე და
ტკბილი სიმღერით ქვევრს მივსებენ დალოცვილები.

არავინ უწყის,
კიდევ რამდენი სალი კლდეა, გაუვალი გზების იქითაც,
სადაც რეცხავენ მოვარდნილი თქეში წვიმები
ღმერთების ძვლებზე მიტოვებულ ვეება ჯაჭვეებს.
შენ კი, თალიე,
სევდიანო ჩემო თალიე,
ამ ერთი წვეთი ერთგულებით
რომ შეაბერდი რუსულ სამოვარს,
არაფერს იტყვი!
. . .
ბაღი ჭაობად გამიხდია, ნეკნები ჩალად.
ხანდახან , თალიე , შენც ხდები უხეში-
ის ერთი, სულ უბრალო ნეკერჩხალი,
ის ერთი - ასწლოვან მუხებში.

ქარები ქროდნენ და ქარები ცხრებოდნენო-
(წვიმები იყო!
წვიმები ფესვებმა დალიეს).
გაჰქონდათ თანდათან ხეები ცხედრებივით,
თანდათან წარსული დგებოდა, თალიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები