იყო ღაღილა, იყო ჩაჩილა, იყო ყაყიჩა, იყო ბაჩილა, იყო კიკური, იყო კუტუხო, უტრუხუნე და კაკიკუკია! უნკე, პურტეტე, კანჭოლე, ჩლახო, კუჭეჭა, დონდა, დიბირგა, ტიგლო და თეთრი მგელი, ყველგან რომ იმგლო, იყო ნიკატა, ხალალა, პრახო, კუკნა მიშა და ბიჭი ბათირა, მეკურდღლე ჯღანა და ბებურთალა, დელესტე, წოპე წუვი შათირა, მაცაია და პაპა მასტია ძველი თაობის ბუბუ, ბასტია, ცინცაპეტრე და ხუხიჩ-ბუღილა, ~ბაღჩო, ბიშტარა და ბუზულიკი, და მეწისქვილე ბახიბუხია, ცხელ წვნიანში რომ ჩაუხტა ხვლიკი! კიდევ ვინ იყო? წვერა, ონია, იკოიკო და ძუნწი მაშალა, ალი, ვახრაკა, პუმპლე, აბრია, თავზე რომ ჩალა ჩამოგვაშალა! კიდევ? ჩურია! კიდევ? ბაბრახა! კიდევ? დოყუა და ბაცალიკი, წუწია, ხეპრე, კლუჩნიკი, ბეგლო, ეფიზო, ტატე, ხოლია, შიო, ტკიპია, ჩხიკვი, ცოცხიჭამია,ცინკვერა ბრძენი პაპა დატუა და ჩიხორელი! ყველა წავიდა! არვინ შემორჩა! კვლაცა სახელთა კრიალოსანი მწადს ჩამოვმარცვლო კრძალვა-რიდებით, რაიც მოსავდა კეთილხმოვნებით ასულთ, ისედაც მოსილთ დიდებით: იყო პელია, ჯიღაწარბება, პელაგიად რომ უხმობდა მღვდელი, წლამდე ქმარიც კი რომ არ იგლოვა, სხვაზე გათხოვდა და გახსნა ჭერი! მახსოვს მიმია, მრავალგზის ქვრივი, სულს რომ ერჩია წყევლა-გინება, ღაწვებს მზის სხივებს რომ უმალავდა და უბნის ბალღებს რომ გვაშინებდა! კარჩაკეტილად ცხოვრობდა თითქოს, სიტყვაძუნწი და საქმეულევი, და მის კოპწია, მწვანე ეზოში სულ რომ ყვაოდნენ ბროწეულები! აბა, დუდუჭა რამ დამავიწყოს, კარგი სახელი ერქვა საბედა, მე ის მაკვირვებს იმსისქე ქალზე ქმარმა ქორწილი როგორ გაბედა! იმხელა იყო და გაბერილი, ჰგავდა ხონთქართა ჭამა-სმის ვეზირს, ის გვაოცებდა დიდს თუ პატარას, სად შოულობდა ფოხანოს რეზინს! კიდევ ვინ იყო? ტუჭინა თამრო, დედის ურჩი და თანაც მცონარი, პირის დაბანაც რომ ვერ ისწავლა და დარჩა ასე გაუთხოვარი! ვის მიეკედლნენ კეკე, ნაგრულე, ტუპაია თუ ცელქი სონია, რაც ეგ წავიდა, იმათ უბანში ნამდვილი ლხინი აღარ გვქონია! ეჰ, გარდავიდნენ ტურფა თეთრუა, თუ ტანკენარი ქალი დოსტალე! შენდობას ვითხოვ თუ კიდევ ბევრი დამავიწყდა და ვერ ჩამოვთვალე!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. თუ გაუძელი და "სიის მშრალი ამოკითხვა" ჩაამთავრე, მერე კარგად მიდის... ვფიქრობ, შებრუნებულად უკეთესი გამოვიდოდა, ანუ ჯერ ის სახელები ხსენებულიყო, ვინც ასე თუ ისე, რაღაც მხატვრული სახე-ხასიათი შეიძინა და ბოლოსკენ ყოფილიყო "ცარიელი" სახელები... ამით, დასაწყისში შექმნილი მხატვრული აღქმა, ავტომატურად გავრცელდებოდა დანარჩენებზეც...
ამ ფორმით კი, მხოლოდ "შინაური სასტავისთვის" თუ იქნება საინტერესო, - საერთო მემორიალურ დაფაზე თავისიანის სახელი ამოიცნონ... თუ გაუძელი და "სიის მშრალი ამოკითხვა" ჩაამთავრე, მერე კარგად მიდის... ვფიქრობ, შებრუნებულად უკეთესი გამოვიდოდა, ანუ ჯერ ის სახელები ხსენებულიყო, ვინც ასე თუ ისე, რაღაც მხატვრული სახე-ხასიათი შეიძინა და ბოლოსკენ ყოფილიყო "ცარიელი" სახელები... ამით, დასაწყისში შექმნილი მხატვრული აღქმა, ავტომატურად გავრცელდებოდა დანარჩენებზეც...
ამ ფორმით კი, მხოლოდ "შინაური სასტავისთვის" თუ იქნება საინტერესო, - საერთო მემორიალურ დაფაზე თავისიანის სახელი ამოიცნონ...
13. საკმაოდ სახასიათოა,უცნაური თიკუნებით:)ამა თუ იმათა დახასიათება,მათზე მოვლენების ფრაგმენტაციებით წარმოდგენაში გვესახება ქართული სოფლის კლასიკური ტიპაჟების მთელი ''თეატრი''...უფრორე პაპების დროში...ეს ლექსი ერთგვარი კვარცხლბეკია და ზედ მდგომ მემორიალურ დაფაზე მათი სახეები რიგრიგობით გვეცნობიან,ლექსში მოყვანილი რიგითობის მიხედვით...მინდა თქვენი მეტი ნაწარმოები წავიკითხო
საკმაოდ სახასიათოა,უცნაური თიკუნებით:)ამა თუ იმათა დახასიათება,მათზე მოვლენების ფრაგმენტაციებით წარმოდგენაში გვესახება ქართული სოფლის კლასიკური ტიპაჟების მთელი ``თეატრი``...უფრორე პაპების დროში...ეს ლექსი ერთგვარი კვარცხლბეკია და ზედ მდგომ მემორიალურ დაფაზე მათი სახეები რიგრიგობით გვეცნობიან,ლექსში მოყვანილი რიგითობის მიხედვით...მინდა თქვენი მეტი ნაწარმოები წავიკითხო
12. გაიხარე, ალაზნისპირელო! რამდენი სევდა დგას ამ ადამიანების უკან რომ იცოდე!!!!!!!! გაიხარე, ალაზნისპირელო! რამდენი სევდა დგას ამ ადამიანების უკან რომ იცოდე!!!!!!!!
11. სევდის შემგროვებელი კი არა მემატიანე ხარ რამდენი
ადამიანის მეტსახელი გაქ ლამაზად ჩაწიკწიკებული და გალამაზებული მომეწონა იდეა...
და შესრულება ...წარმატებები.. სევდის შემგროვებელი კი არა მემატიანე ხარ რამდენი
ადამიანის მეტსახელი გაქ ლამაზად ჩაწიკწიკებული და გალამაზებული მომეწონა იდეა...
და შესრულება ...წარმატებები..
10. მადლობა, მუხა! თქვენ ძალიან გემოვნებიანი მკითხველი ხართ!!!!! მადლობა, მუხა! თქვენ ძალიან გემოვნებიანი მკითხველი ხართ!!!!!
8. მადლობა, სერგეი!!!!!!!!!!! მადლობა, სერგეი!!!!!!!!!!!
7. ვაიმე/დავიტანჯე ...:) მაგრამ მომწონს .:) ვაიმე/დავიტანჯე ...:) მაგრამ მომწონს .:)
6. ჭეშმარიტად, იასონ, აქ ყველაზე მეტად ვიიონის წერედიანისეული თარგმანი დაგვემოწმება და შეიძლება გარგანტუაც მოვიშველიოთ/ მეც ძალიან დამაინტერესა ბებერმა ასტრონომმა! თვითონ მისთვის ხომ არ გვეკითხა, რასთან გვაქვს საქმე? ჭეშმარიტად, იასონ, აქ ყველაზე მეტად ვიიონის წერედიანისეული თარგმანი დაგვემოწმება და შეიძლება გარგანტუაც მოვიშველიოთ/ მეც ძალიან დამაინტერესა ბებერმა ასტრონომმა! თვითონ მისთვის ხომ არ გვეკითხა, რასთან გვაქვს საქმე?
5. ფრანსუა ვიიონი, დიდი ანდერძი, ბალადა "ძველი დროის ბანოვანები" მეტრიც კი იგივეა მაგრამ მოხუცი ასტრონომის ლექსი რაღაც სულ სხვაა და ვერ გავიგე რა არის
ფრანსუა ვიიონი, დიდი ანდერძი, ბალადა "ძველი დროის ბანოვანები" მეტრიც კი იგივეა მაგრამ მოხუცი ასტრონომის ლექსი რაღაც სულ სხვაა და ვერ გავიგე რა არის
4. მადლობა, გეორგიოს! ახალი არაფერია აქ, უბრალოდ, აქ ჩამოთვლილი ადამიანთა მეტსახელები აძლევს თავისებურ ელფერს ამ ლექსს. მსგავსი ლექსები იწერებოდა საფრანგეთში, შუა საუკუნეებში. მადლობა, გეორგიოს! ახალი არაფერია აქ, უბრალოდ, აქ ჩამოთვლილი ადამიანთა მეტსახელები აძლევს თავისებურ ელფერს ამ ლექსს. მსგავსი ლექსები იწერებოდა საფრანგეთში, შუა საუკუნეებში.
3. ახალი სტილია,მსგავსი აქამდე არ წამიკითხავს,საინტერესოა ახალი სტილია,მსგავსი აქამდე არ წამიკითხავს,საინტერესოა
2. კი, იასონ, ასეა. მეც დამაინტერესა ბებერი ასტრონომის ლექსმა. მერე რომ დავუკვირდი, შიგ რამდენიმე ადამიანის მეტსახელი, ანუ გამოცვლის სახელი ამოვიკითხე და, თითქოსდა საპასუხოდ, მეც მეტსახელებზე ავაგე ჩემი ლექსები. მადლობა, რომ წაიკითხე!
კი, იასონ, ასეა. მეც დამაინტერესა ბებერი ასტრონომის ლექსმა. მერე რომ დავუკვირდი, შიგ რამდენიმე ადამიანის მეტსახელი, ანუ გამოცვლის სახელი ამოვიკითხე და, თითქოსდა საპასუხოდ, მეც მეტსახელებზე ავაგე ჩემი ლექსები. მადლობა, რომ წაიკითხე!
1. გვარიანად დამაინტერესა სევდის შემგროვებელო, ეს ხომ ბებერი ასტრონომის მიერ დადებული მსგავსი ლექსის შემდეგ გაჩნდა? კიდევ იყო ერთი ასეთი არც შაირია, არც გამოცანა, არც შელოცვა რამე ქვე-ქვე-ჟანრია ? გვარიანად დამაინტერესა სევდის შემგროვებელო, ეს ხომ ბებერი ასტრონომის მიერ დადებული მსგავსი ლექსის შემდეგ გაჩნდა? კიდევ იყო ერთი ასეთი არც შაირია, არც გამოცანა, არც შელოცვა რამე ქვე-ქვე-ჟანრია ?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|