ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2015


(აკ) გავაზი

თეთრია უდაბნოს ქვიშებში ჩამხრჩვალი მცხუნვარე მზეები,
ირიბი სხივებით. მზეებმა სხივები უღონოდ დაყარეს,
კენტავრებს ბეჭებით ჩამოაქვთ ცები და წარსულის დღეები
ოხრავენ ზურგს უკან.მაგ შენი თვალების უსაზღვრო სამყაროს
გავიგებ,მოვალ და თვალების გუგებში სულამდე ჩაგხედავ,
ვიცი რომ დამხვდება სამოთხის ბაღები წვიმების ამინდით,
ერთმანეთს შევხვდით და მერე კი გონების ტილოზე ჩაგხატე,
ლექსები მოგაცვი სუსტ მხრებზე(გციოდა)მითხარი:-"არ მინდა!"
ეტლებში შევაბი ლექსების მფრთხვინავი წითელი რაშები,
სასმელი ვიგემე ღმერთების,მაგ ლამაზ ძოწისფერ ბაგიდან,
იღიმი სევდისფრად,მიდიხარ... არ მინდა მე შენი გაშვება,
არ მინდა გაშვება.დარჩი და სულშიაც ჩაგისვამ,რა გინდა!?

ნებივრობ საწოლში,ისე ვით,კლდის ქიმზე გართხმული ავაზა,
ირაოს მოვხაზავ შენს თავზე, ბრჭყალებით დაჭრილი გავაზი..

                                                                დმ.05.10.2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები