ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფორთოხლის გოგონა
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2015


მინდოდა

მე იმიტომ ვწერდი, თუ ვწერდი,
მინდოდა ადამიანები მყოლოდა...
თავგანწირვა არასოდეს მომითხოვია,
არც მოწყალებასავით გამოწვდილი სიახლოვე არ მდომებია,
რაღა დაგიმალოთ და მე არ ვარ ის, ვისაც მინდორზე კოტრიალი
და მაღალჭერიანი ცის ჭვრეტა უყვარს,
ჩემთვის განსაკუთრებული სიძულვილით ტალახიც არავის უსვრია.
არც ქვა, არც კვერცხები, არც ბოთლები...მსგავსი არაფერი ყოფილა!
ჩემი სიყვარულისგან გაგიჟებულიც არავინ ვიცი
მეც არ გამიკრია ჯვარზე  ვინმე.
მე არ ვარ პოეტი!
მე მხოლოდ ვწერდი, ვწერდი იმიტომ
ძალიან მინდოდა ადამიანები მყოლოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები