ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით ჯიმშიაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2015


+++++++/========



ოქროსფრად  თენდება  და  გულიან
არც  პასუხს  ვივიწყებთ  , არც  შეკითხვებს.
გუშინ  გავაცილეთ  ზაფხული  და
უკვე    შემობრძანდა  ენკენისთვე.

ისევ  გაივსება  ქვევრები    და
შემოდგომაც  ისევ  დაღვინდება.
უცხო  ყვავილები  ბერდებიან,
ეშემოდგომება    ამინდებსაც.

ვენახს  გადაჰყურებს  გლეხი,ჰოდა
სახე  მოუჩრდილავს    აივანზე.
ფოთოლშეყვითლებულ  ხეებიდან
სიო  ხეხილის  სუნს  ანიავებს.

ახლა  სურვილები  გვისრულდება,
არვის არ  ეტყობა    დაღლილობა.
სხვავსა  და  ბარაქას    გისურვებთ  და
სავსე  შემოდგომას  დაგილოცათ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს