ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2015


გამდინარე წყალს

ტანთ ათასი მგლის ტყავი ეცვა.
ათასივე ჩემს სახლში გაფინა და ამზეურა,
მერე სისხლი გადამისხა ამ მხეცმა
-გამხადა ქვესკნელის აზნაური.

სამარეში ჩავყევი ღამით,
მიწა მაგემა მისხალ-მისხალ,
მიწა კი არა - შხამი,
შხამი კი არა -სისხლი,
სისხლი კი არა ... ვმარჩიელობ.
წყალი ტბორი იყო თუ გამდინარე,
მითხრა: ლილითის ნაშიერო !
სული - ვერცხლისა ცხრა დინარი,
ხორცი- ვერცხლისა რვა დინარი.
ექვსი დინარი ყურთასმენა.
თქვა და ცხრა მთის და ცხრა მდინარის
იქით გაქრა და დამასვენა.

ახლა სიზმარი ცხადი არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები