ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2015


ეს მოხდა ოდიშში

( „ …უთხრა კაენმა უფალს: მძიმეა სასჯელი ჩემი...“ )
გარეთ  სროლის  ხმა    მიწყდა…   
კაცმა    ცეცხლს    შეუკეთა.  „  უკვე , მოიყვანესო!“-გამოსცრა .
შავოსანმა    ქალმა  ლამფა  მიუნათა  სამხედროფორმიანებს  კართან.  სამნი იყვნენ, მათ შორის, ერთი დატყვევებული.
----გვაპატიეთო.    ერთი  ღამით დაგიტოვებთ.  განიარაღებულიაო...
სხვაგან  მიაგნებენ და მოკლავენო. აზრად არავის მოუვა,რომ აქააო“-    დაიბარეს  და  გავიდნენ.
                              &&&
ქალმა  სუფრა  გაშალა .
  გულგრილი    სახით  ილუკმებოდა  ტყვე  .  „კეთილი იყოს ჩემი ფეხიო“ --  ღვინოც  გადაჰკრა.
დიდი  ხანია,  ასე გემრიელად  არ  უვახშმია.   
არც  თეთრეულში  წოლილა.ჩათვლიმა.
                                &&&
  ვიღაცის    მზერა  ელანდებოდა  ჩაძინებულს დროდადრო.    კადრები  აირია: 
„..ავტომატის  კაკანი...სისხლი...    დედის  კივილი...    მომაკვდავი  ვაჟის  მზერა და...ხრიალი:“დედა ..არ მოკლა“...
  რაღაც ძალამ წამოაგდო, კოშმარიდან    გამოერკვა.  გათენებულიყო. ოფლში  ცურავდა.
  და  უცებ,    ერთიანად  აცახცახდა . ახლა,  ის,ის...მომაკვდავი ვაჟის თვალები  კედლის სურათიდან    უცქეროდა...მომღიმარი.
                                &&&
    ოთახში  რძის ოხშივარი დატრიალდა.    შავოსანი  კართან  ლანგარით  იდგა  და  მის ფერხთით მუხლზე დაცემულ  „სტუმარს“  სუსხჩამდგარ  მზერას არიდებდა.
გარეთ  ისროდნენ ,  თოვდა  ირიბად...
სიკვდილი    არავის      უნდოდა .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები