ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
15 ოქტომბერი, 2015


კოკა-კოლა-ს წარმოშობის ჭეშმარიტი ისტორია

ალბათ არ იცით რომ კოკა-კოლა  არა ამერიკელებმა, არამედ ორმა ქართველმა მოიგონა! ეს კი დაახლოებით  მე19- საუკუნის  დასაწყისში მოხდა, ტიფლისში .
ერთ მათგანს კაკო ერქვა და მეორეს კოლა, ანუ კოლია. ორივენი  სოლოლაკში ცხოვრობდნენ, მეუღლეები არ ყავდათ  , რადგან ორივეს სმა უყვარდა, კაკო მედუქნე იყო, კოლია  მენახშირე

.......................................................................................

არავინ იცის, სადიან მოუვიდათ მათ ეს იდეა?...  ფაქტი კი ფაქტად რჩება, როცა  შემოდგომის  ერთ საღამოს  მეეტლე გურგენა მარჯვენასაჭიან  ეტლს  მაიგელვებდა სოლოლაკის დაღმართზე  ,  გაუგონია თუ  როგორ გამოდიოდა კოლიას სახლიდან  ქეიფის ხმა, ეს  კოლიას  ბურდღუნი იყო  და  კაკოს  სიმღერა....თუმცა არ გაკვირვებია, ეს ხომ თითქმის ყოველდღე ხდებოდა...
        მაგრამ მას მერე, რაც  გურგენა  უკვე მოგვიანებით კიდევ ერთ რეისს  ასრულებდა  სოლოლაკი---დიდუბე, კოკისპირული წვიმა წამოსულა , ელ-ჭექით..... ჩავლისას  მას გარკვევით დაუნახამს უცნაური ნათება , რომელიც კაკოს სახლის ფანჯრებიდან გამოდიოდა.....ასეთი სინათლე  , როგორც გურგენა ყვებოდა , (მაგრამ არავინ უჯერებდა )  ჯერ არსად უნახავს, სინათლე თურმე  მოცისფრო იყო, მერე გაწითლებულა ......გურგენას ჯერ უფიქრია, მეჩვენებაო, მერე  არაო, მაგრამ  მაინც ბოლოს  მოაწვა და მთვრალს  ერთ-ერთ  დუქანში მოუყოლია  ...ცნობისთვის,  ეს ის დუქანი იყო სადაც ცნობილი იეზიდი  პრიმიტივისტი  მხატვრის    ფირ  ოსმანის,      შემდგომში კი რატომღაც  ფოროსმანიშვილის ნახატები ეკიდა ......მეეზოვე და ფუნიკულიორი.....
        მომხდარიდან გამომდინარე,  შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ  სასმლის იდეა  უაღრესად მთვრალ მეგობრებს  ბოროტმა უცხოპლანეტელმა შთააგონა....რომელიც მაშინ დაეშვა ზუსტად  სხვა გალაქტიკიდან    სოლოლაკში,  ჭექა-ქუხილის დროს.....მოგეხსენებათ, (თუ კონსერვატორი არ ბრძანდებით !)  სამყარო სავსეა მოაზროვნე არსებებით და ყველა არაა  მეგობრულად განწყობილი.)  ..თუმცა ეს სხვა თემაა  და ამაზე  შემდგომში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ .
        თუ როგორ შექმნეს  ეს სასმელი , როგორი ტექნოლოგიით,  ამაზეც  არაფერი ვიცით, მხოლოდ ის რომ დილიდან ორივე მეგობარი ნამთვრალევი, გამოშტერებული სიფათით  დარბოდა ქალაქში, დაიარეს ბაზარი,  აფთიქშიც შეურბენიათ  და რაღაცეები უყიდიათ, მერე მთელი სამი დღე არ გამოსულან გარეთ.....
          მას შემდეგ, რაც  სასმელი მზად იყო, პირველი, რაც თავში მოუვიდათ, (როგორც ქართულ ,დალოცვილ ხასიათშია)  იყო  კამათი და  მერე ლაზათიანი  ჩხუბი  პირველობაზე. 
          კერძოდ,  ვერ გაიყვეს როგორ დაერქმიათ,  კაკო-კოლია  თუ კოლია-კაკო..... ორივეს პირველობა უნდოდა!
          ხო და ჯერ  დიდხანს აგინებდნენ ერთმანეთს, თანდათან ხმას აუწიეს, (გვერდზე მეზობელი ქვრივი  თებრო, რომლის ქმარი სოკოთი  მოწამლა  ორი წლის წინ,  ბავშვს აძინებდა და  ხმაურისგან  შეღონდა) გორავდნენ , კბენდნენ და კაწრავდნენ  ერთმანეთს , დალეწეს  თურმე  მთელი ჭურჭელი და  ჩამოსასხმელი  დაზგა.....კაკო უფრო ძლიერი იყო და ჩაფსკვნილი, მაგრამ მოდებილო, კოლია კი სუსტი, მაგრამ მაგარი  შენძრეული ჭკვიანი.
          ბოლოსკენ, როცა კაკომ  დაჯაბნა კოლია  ,  გადააჯდა ზედ და დახრჩობა დაუპირა,  შეშინებული კოლია დათანხმდა.....  აბა თავს ხომ არ მოაკვლევინებდა! დაყაბულდა , მაგრამ მწარედ  დაიგინა მერე  ტუალეტში რომ გავიდა  ცხვირ-პირის მოსაბანად რომ ამას არ აპატიებდა !
        ხო და ასე იყო......დაარქვეს  კაკო-კოლია.........
        კოლიამ , მას შემდეგ რაც სასმელმა პოპულარობა მოუტანა მათ და პირველი სარეკლამო კომპანია წამოიწყეს,  შეუმჩნევლად გადააკეთა საფირმო  წარწერა,  "კაკო-კოლია"  კოკა-კოლია-"დ....... გაუბანძა და გაუუქმა სახელი.... .......ის    ბრიყვი  კაკო  კი ვერც მიხვდა  ამას ....
          აი, ასე  იძია შური    ჯიუტმა კოლიამ  და ნაწილობრივ  აღიდგინა პრესტიჟი ....
ცოტა  ხნის შემდეგ, როცა  ქალაქში სიკვდილიანობამ და  ავადმყოფობამ იმატა, მეგობრები მიხვდნენ    რომ ეს კოკა-კოლია  მავნეა ადამიანებსთვის, ამიტომ  ის  გაყიდეს, იაფად, ფაქტიურად მიაჩეჩეს გულიბრყვილო ამერიკელებს....ამისთვის მათ ამერიკაში წასვლა მოუწიათ,

.................................................................


            მაგრამ ....მთელი ფული რაც იშოვეს, გზაზე დაეხარჯათ (ამერიკაში წასვლა მაშინაც ძვირი იყო), დარჩენილი ფული კი  ქალებში  და  კაზინოებში გადაყარეს  (აბა ქართველი ამას არ იზამს? ) ბოლოს  ორივე გალოთდა....როგორც ინდიელები!...ერთხელ, როცა ქუჩაში ეყარნენ  მშივრები , (შიდსიც აეკიდეს  ამ დალოცვილ ქვეყანაში)  და  იმდენად მთვრალები რომ ერთმანეთს ვეღარ სცნობდნენ, კოლია  მიხვდა  რომ უეჭველი იღუპებიან, ამიტომ  მეგობარისთვის  სიკვდილის წინ სიმართლის თქმა მოუნდა ...სიგარეტი "მარლბორო" ბორდიურს მიაჭყლიტა, მომაკვდავ კაკოს  თავი ძლივს ააწევინა და  წითლად მიკაშკაშე რეკლამისკენ მიაეხედა...
--კაკო..ძმაო.....მაპატიე რომ ასე მოვიქეცი.....შენი სახელი გადავაკეთე...შეხედე!
კაკომ თვალები ძლივს გაახილა, არ ვიცით დაინახა თუ არა  სარეკლამო აბრა, მაგრამ მოგეხსენებათ ბოთე იყო ....ისევ მილულა თვალები ....ისევ გახილა ..გაიღიმა და სული განუტევა..
კმაყოფილი კოლია, რადგან სული დაიმშვიდა, ერთხანს კიდევ უყურებდა  კბილებდაკრეჭილი ხან  მომჩვარულ, მკვდარ  კაკოს,  ხან რეკლამას , .......მერე  ჩუმად, მაგრამ ისე რომ ქალაქის ხმაური  გადაფარა, (ფრაზა ისტორიული იყო, ამიტომ )  ჩაილაპარაკა:
---ეს ურჯულოები როგორ მოვატყუე......ნახე რა წერია......კოკა-კოლა.....კოლა......და ისიც  მოკვდა.......


...............................................


ამას რომ ვწერ, ღამეა, წვიმს.....როგორც მაშინ, შორეულ, მიუწვდომელ, მე-19-ე საუკუნის  ტიფლისში, აივანზე გავდივარ , ცრემლიანი არ მაქვს თვალები არა!  ეს ხომ  წვიმაა....არ ვიცი რომელი საათია, მაგრამ ჯერ თვითმფრინავის  ხმა მესმის, გადაიფრინა, ცოტა ხანში კი  მანქანის დაქოქვის ხმა...აჰააა!  ესე იგი 4 საათია ..........მერე  შემოვდივარ, კედელზე  ფირ  ოსმანის    ნახატის რეპროდუქცია კიდია....."თეთრი დუქანი"......მშვენიერია!
P.S. დიდი ადამიანები  უშთამომავლებოდაც  იკარგებიან ....


ს.ნ. 2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს