ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
23 ოქტომბერი, 2015


როგორ გაჩნდა ორწერტილი


ძველად, ძალიან დიდი ხნის წინათ ერთ სამეფოში ცხოვრობდა ორი წერტილი, ოღონდ, ერთი -  ქვეყნის დასაწყისში, მეორე - ბოლოში. ორივე ძალზედ მოწყენილი იყო, რადგან მათთან არავინ მეგობრობდა და არც არავინ ეთამაშებოდათ ხოლმე, რადგან ისეთი პატარები იყვნენ, რომ დამალობანას თამაშისას ვერავინ ახერხებდა მათ პოვნას, დაჭერობანას თამაშის დროს კი - დაჭერას.
ერთ მშვენიერ დღეს პირველმა წერტილმა გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო და მეგობარი ეპოვა. ასეთი იდეა, მეორე წერტილსაც გაუჩნდა და ის მეორე დღეს დაადგა გზას.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ერთ დილით ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. ორივემ ძალიან გაიხარა, ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს და სიხარულისგან ხტუნვა დაიწყეს.  ყოველი ახტომა წინაზე უფრო მაღლა ხდებოდა. კიდევ ერთხელ ახტნენ და... ჰოი, საოცრებავ, სასვენ ნიშანთა სამეფოში ჩახტნენ.
შეშინებულებმა კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და ქვეყნის დასათვალიერებლად გასწიეს.
მათ ისე მოეწონათ ეს სამეფო, სადაც ყველამ თავისი საქმე და ადგილი იცოდა, რომ იქ დარჩენა გადაწყვიტეს . აი, იმ დღის მერე გაჩნდა სასვენი ნიშანი - ორწერტილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები