ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სევდის შემგროვებელი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2015


ანდალას ოინები

(გაგრძელება)

ვინ არ ეტრფოდა, ვის არ ხიბლავდა
ტურფა ნაგრულე, მამის იმედა,
დამფრთხალ ქურციკისთვალებიანი,
თავის ნაგრილიც რომ აშინებდა!
მეგრულ ვარიას მოჰგავდა ტანით,
რადგან სამოსი ჟრუნი ინება,
სჩვეოდა ჩაგრულთ მიგურგურება,
უსათნოესი იყო ქმნილება.
თუმც გულისკარი არვის გაუღო,
სევდა მოივლო გარს არშიებად,
ჩამოიბერა ყმაწვილქალობა,
კარგუნახავი სიკვდილს მინებდა!
რას შემომსუის და მეთრიკება
მიჯნურ- აშიკთა დოსტი დოსტალე,
სოფლის ბოზ-კუროთ მესაიდუმლე,
ბევრ საჩუმათო ამბის მოთავე,
ბაგებურბურა, მზერაშეშმიშა,
შროშნისყელა და მუდამ მშფოთვარე,
თორმეტი ქმარი გამოიცვალა,
მე და ზოიამ როგორც მოვთვალეთ.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები