ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პოეზია
31 დეკემბერი, 2008


###

და მე ავტირდი ვით მეფე ლირი,
ლირი ყველასგან მიტოვებული.

                გალაკტიონი

წყაროსთან დარაჯად მდგარი ტირიფი,
ჩემი ზრახვების ხდებოდა მოწმე.
თვალზე შემაშრა ობოლი ცრემლი,
ჩემი ფიქრების მესაიდუმლე.

და კვლავ ვფიქრობდი,
წყალს გავცქეროდი,
შენ კი არ ჩანდი
იგვიანებდი.

უკვე ვხვდებოდი თავს ვეღარ ვძლევდი
გრძნობას მივეცი კვლავ სადინარი,
"და მე ავტირდი ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული".




                  ###
თეთრი ფერია
ეგეთი სილამაზის,
არასდროს მინახია.
თან
ახლა გეუბნები
ბავშვური სიტყვებით
ამას მათქმევინებს სიყვარული.
გული სიამით აძგერდა,
ახლა მჯერა
რომ
ის შენა ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები