მანდ ბროწეულმა დაკრიჭა კბილი ალბათ და ჩემთან წვიმები იხმარს მოსასვენებლად, გათოშილ თბილისს როცა ვიცი, რომ თბილისის მიღმა
შორს, სადაც დედას მუდამ თავს ვუხრი, სადაც დიდობა ყოველთვის მსურდა, ვიწრო სალარო, იქ ჩემი,,ქუხნის", ზეცას უბრუნებს ღრუბლების ხურდას.
მე ჩვენს ოცნებას მივყვები, ახდა ოცნებაში და ოჯახი ჰქვია, ერთი, ორი და სამი და სახლთან... ჩვენს სახლთან ალბათ იმედებს გვიან,
ან შემოდგომის იმ ჩამკვდარ ფოთოლს, ნოემბრის ქარს რომ მოათრევს, ფრთხილად ხვალ ორ ქალაქში ერთი ცა მოთოვს, დაგხვდება ქურქით მცივანა დილა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ცოტა გასალაშინება არ აწყენდა- კარგი მასალაა, საღი :)
ცოტა გასალაშინება არ აწყენდა- კარგი მასალაა, საღი :)
4. ნიკის ვეთანხმები. ეგ სიტყვა ცუდად ხვდება ყურს, დანარჩენი რიგზზზზზზზეა ნიკის ვეთანხმები. ეგ სიტყვა ცუდად ხვდება ყურს, დანარჩენი რიგზზზზზზზეა
3. გასაგებია, მაგრამ გამოყენება გამოყენებაა და "იხმარს" რაღაც ცუდად ხვდება ყურს :)
წარმატებებს გისურვებთ გასაგებია, მაგრამ გამოყენება გამოყენებაა და "იხმარს" რაღაც ცუდად ხვდება ყურს :)
წარმატებებს გისურვებთ
2. წვიმა დასასვენებლად გამოიყენებს გათოშილ თბილის მგონი ძნელად გასაგები არ უნდა იყოს.
წვიმა დასასვენებლად გამოიყენებს გათოშილ თბილის მგონი ძნელად გასაგები არ უნდა იყოს.
1. რაცხა ეს ადგილი ვერ გავიგე: "ჩემთან წვიმები იხმარს მოსასვენებლად, გათოშილ თბილისს"
არის რაღც საინტერესო მომენტები ამ ლექსში რაცხა ეს ადგილი ვერ გავიგე: "ჩემთან წვიმები იხმარს მოსასვენებლად, გათოშილ თბილისს"
არის რაღც საინტერესო მომენტები ამ ლექსში
|
|
მონაცემები არ არის |
|
|