ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2015


(აკ) სულის საყდარი

ერთია ზეცა და შენი თვალების ცაც ერთია,
კამკამებს შენს ცაზე შავად შეფერილი გიშერი,
არ ვიცი ჩვენს შორის უღმერთობაა თუ ღმერთია,
პარნასის მწვერვალებზე აგიყვან,ნუ იქნები მშიშარა,

ოქროსფერ შემოდგომას მოგასხამ მაგ ნაზ მხრებზე თითებით,
პოულობს მზეც საოცარს,შენს თმაზე უფაფუკეს დასაყრდენს,
იღიმი,თავს მაყრდნობ და ფეხებთან დაგიფინე ტიტები,
აგევსო სიამისგან თვალები-შენი სულის საყდარი.

შეშლილი ღამე არის და დილაც დაგვიდგება შეშლილი,
ვაბოლებ შენს სარკმელთან ამ ჩემი ღრმა ფიქრების ყალიონს,
იწვები ამორძალი საწოლზე და მე შენში ვიშლები,
ლამაზი ბაგეები მიზიდავს მაგნიტივით, ლალია
იგივე ბაგეები...მაგიჟებ!...ხოდა რამე მიშველე....

                                              დმ.11.03.2015წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს