ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
31 დეკემბერი, 2008


საახალწლო გზავნილი (ნეტკას)

ნეტკა შენი წერილი წავიკითხე და იცი რა გავიფიქრე? საჩუქარიიიიიიიიიიიიიიი.  დიახაც ზუსტად ასე ვყვიროდი და სახლში ყველა გაოგნებული მიყურებდა. უბრალოდ ისე გამიხარდა, რომ მგონი დღევანდელი თოვლის არ იყოს და თვალებიდან ფიფქები გადმომცვივდა. სწორედ  ის ფიფქები გუშინ მე და შენ სხვის დღიურში რომ დავძვრებოდით და გუნდევს ვიღაცეებს ვესვროდით. მერე მგონი ბრაზდებოდნენ და ჩვენ კიდევ სიცილისგან ფერად ბუშტებს ვბერავდით და საახალწლოდ უცხო პლანეტაზე გსამგზავრებლად ვემზადებოდით. 


მე დღეს ყველაზე უცნაურ საელჩოში გამეღვიძა. Kკონსული ვინმე ნინორე იყო და დღიურს წერდა. თან იმას ამბობდა ბარნოს დავალება აქვს შესასრულებელი და იმისთვის ვაკეთებო. Bბარნო კი ცალკე აკეთებდა და მერე კი  ჭორაობა დაიწყეს და საახალწლო სულელური დღიურიც ასე დაიწერა. ეხლა კი ამ ყველაზე სულელურ, მოწყენილ და სასაცილო დღიურს შენ გჩუქნი ნეტკა!!!

***
-- სულელური დავალება გაგიგია?
-- ნუ, თუ სულელურია უკვე კაი რამე უნდა იყოს.
-- არც ისე, გაგეცინება და ისეთი რამის გაკეთება მომთხოვეს, რაც არასდროს გამიკეთებია. არა, კი დავაპირე ერთი-ორჯერ, მაგრამ მაშინვე გავჩერდი და მერე ბევრი ვიცინე, ძალიან ბევრი.
-- და რა იყო ასეთი?
-- დ ღ ი უ რ ი !
-- ანა ფრანკის?
-- არა, რა ანა ფრანკის, უბრალოდ გამომიცხადეს 20 დეკემბერია და დღიურის წერა დაიწყეო.
-- მერე?
-- მერე, მე ხომ ჯიუტი ვარ და დღიურის ნაცვლად შენ გელაპარაკები. ხომ იცი არ მიყვარს, როცა ჩემზე დაკვირვებებს აწარმოებენ. გახსოვს გიყვებოდი ერთი ფსიქოლოგი ქალი გავიცანითქო, ხოდა სულ მათვალიერებდა. მე კიდევ ინტერესით ვკვდებოდი ნეტა ჩემში რა აღმოაჩინა ან, თუ საერთოდ რამე აღმოაჩინათქო, მაგრამ ჯიუტად ვიჯექი და მოკლე-მოკლე პასუხებით ვისაზღვრებოდი. თან იცი იქ რატომ ვიყავი? ეროვნული გამოცდები ახლოვდებოდა და ,,უნარჩვევებში” დახმარებას დამპირდა. მე კიდევ ტესტების ნაცვლად გადაშლილ რვეულში უაზრო კუბიკებს ვხატავდი.

***
მოკლედ, დღეს დეკემბრის ოცდაერთია, შაბათი, სახლში ვარ და სად გამექცა დღე ვერ ვხვდები. ა, ხო, გუშინ ჩემს ოჯახში დიდი დღე იყო, დიდი! ხოდა დღის 13:00 საათზე თვალები ძლივს გავახილე. ეხლა მიდი და გაიგე როდის იყო ეს? დღეს თუ გუშინ.
არსად წავსულვარ. ამინდის გამო არა, უბრალოდ ასე მინდოდა. 17:43 საათია. ჯერ ყველაფერი წინაა, ხვალაც ვისვენებ, ასე, რომ თუ თავში რამე გადამიტრიალდა სახლიდან გავიძურწები.

ვაიმეეე სალოსთან უნდა დავრეკო=)) ღამე დავპირდი მეთვითონ შეგეხმიანებითქო და უსინდისო ნუ...

p.s.  ხო, კიდევ, აფერისტიც ვარ, ნუ ცოტათი აფერისტი=)) ოცდაერთი კი არა ოცდაორია და საერთოდაც დღეს 20 დეკემბერია

**
გადახვევა მონაკვეთისკენ სახლიდან წასვლას, რომ ვაპირებდი ;)

დიახაც წავედი. აი, ასე ღამე მომინდა გასეირნება თანაც სიცივეში, ამიტომ მე და სალივანიმ კურტკები შემოვიცვით და გარეთ გავცვივდით. O

ოჯახის წევრებთან თავისგასამართლებლად წარმოთქმული ფრაზა: პურია ამოსატანი!


2008 წლის  20 დეკემბერი

ბარნო ნუ 



**
დილით სალივანი ისევ ვნახე. მანამდე კი გამაღვიძეს და ეს ყველაზე, ყველაზე მხიარული გაღვიძება იყო) წარმოიდგინე რაღაც უაზრო სიზმარს ვხედავდი: რა თქმა უნდა ისევ ჩემს ძველ რადიოსა და შიგნით მცხოვრებ გნომებზე. ხო, აი იმ გნომებს სულელურ ისტორიებს რომ მიყვებიან, მერე სადღაც გარბიან და ეს გაქცევა ყველა სიზმარში სხვადასხვანაირი როა. მერე? მერე უბრალოდ სიზმრებიც გარბიან და მეც მეღვიძება. დაჭერობანას გავს. დღეს კი გნომიკები ისე გამიფანტეს, რომ წესით უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ მხიარულმა ხმამ, რომელიც მობილურიდან მესმოდა მხიარულადვე დამპატიჯა სადღაც, ნუ სად იმ წუთას მეც ვერ მივხვდი. გამეღიმა და უბრალოდ გადავბრუნდი და კმაყოფილმა ძილი განვაგრძე.  მერე სალივანის ზარიც იყო: -- სად ხარ? გავდივართ.
-- აა... ხო, მოიცა ეხლა ავდგები.
-- ლაშა გველოდება დროზე, დროზე შე მცონარა ბარნაბიშვილო!
-- აჰა...
**
მოკლედ, რომ ჩავიცვი ვარდისფერი პუანტები, გარეთაც გავვარდი) აბა მერე მე რა შემომიყვანდა)

პუანტების ისტორია ჩემს მეგობრებს ერთხელ სულელურ წერილებში მოვუყევი. ისეთი არაფერია, უბრალოდ პატარაობისას დედამ მაჩუქა. მაშინ რისთვის იყო ვერ გავარკვიე და ამიტომ ახალი გასართობი მოვიგონე: ჩაცმისთანავე ერთ-ერთ კარადაზე ვძვრებოდი და მერე იქიდან ხტომიალს ვიწყებდი. ნუ მერე იყო იქ შავ პიანინოზე პუანტებით შესრულებული ვალსი და ა.შ.

**
რაღაც ფილმი ვნახე უფფფ ლაბირინთ) ბერძნული ფილმი იყო ,,ერთი დღე და მარადისობა”.
ისე კინოში საიდან აღმოვჩნდი მეც ვერ მივხვდი. რა მენაღვლებოდა რო? მაინც ბოდიალის დღე მქონა.

**
უი, უი სხვა დღე დაწყებულა 0:19 საათია. მართალია ჯიუტობას მაბრალებენ, მაგრამ წესებს ვერ დავარღვევ! დღიურია, რას ამბობ ხვალისამ იკითხოს ხვალემო))

მუსიას დღე : 2008წ. 22 დეკემბერი


**
როგორი დღე იყო? აი, ისეთი სულ რომ გეჩქარება, გარბიხარ და მაინც აგვიანებ. ლექციები, სამსახური, მერე პრესკონფერენციების სერია და სახლიიიიიიიი და კიდევ მოულოდნელი ამბის გაგება. თურმე ხვალ თუ ზეგ, (რომელი საათია უკვე აღარ მახსოვს, ამიტომ ვეღავ ვაკონკრეტებ ზუსტ დღეს) სადღაც მივემგზავრები, მე კიდევ მხოლოდ დღეს ვგებულობ.
**
ნინორე  მელაპარაკებოდა. ნინორე ჩემნაირ სულელურ სიზმრებს ხედავს და მერე ორივე ერთად სხვებს სულელური მოთხრობებით ვაგიჟებთ. მოთხრობებით, რომელსაც თავი და ბოლო გაურკვეველი აქვს და ვერ გაიგებ საიდან იწყება. წაიკითხავ და მერე ხვდები თურმე ამბავი ყოფილა.

მოკლედ ჩვენი ერთ-ერთი სულელური საუბრიდან:

- ბარნო, ჯადოქარი ვინაა ურაკზე ?
- მე რა ვიცი ჯადოქარი. რაო რა მინდაო?
- ეტყობა შენ ჩვენი დაწერილი ლექსი დაუგდე ადრე?
- არ ვიცი. შეიძლება.
- არა დგიურში ეწერა: ბარნო წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ნინორესაცო. რა თქმა უნდა თავის დგიურში და მეთქი ეს ვინღაა...
- უი არ ვიცი. მერე მოვაწყოთ დღიურების ჩამოვლა.
- ხო!

მე და ნინორეს სხვის დღიურებში აურზაურის დატრიალება ძალიან გვიყვარს. ვინმესთან შევძვრებით და ყველაფერს თავდაყირა ვაყენებთ, მაგრამ ჩვენგან ჯერ არავის არაფერი წყენია. უცნაურია არა? ურაკი, რომლის მნიშვნელობაც ვერ ამოვხსენით, სწორედ ის ადგილია, სადაც დღიურების პატრონები თავს იყრიან და მერე იწყება თავდავიწყებააა. მოკლედ, ჩვენი გადაწყვეტილებით ურაკი არის:

- უცბათ მიპასუხე ურაკი რა არის? გთხოვ! აი, რაც თავში მოგივა ის მითხარი
- რავიცი მე. ააა მმმ უუფ დავიბენი ურაკი არის არაყი!
- ოკ. ესე იგი ააა მმმ და უფ დავიბენი და ურაკი არის არაყი?
-  ხო, კაიე ეგ იყოს
- ააა მმმ უფ დავიბენი და არაყი... მაგარია!
- ვერა ხარ რა! უი, არაკი მინდოდა დამეწერა ანუ იგავ-არაკი,
მარგამ იყოს, არაყი ჯობია (და იცინის).

- ნინორე, ნინორე, გაფიცებ, როდისმე დღიური დაგიწერია?
- ადრე ვწერდი... მგონი... რამდენიმე დღე...?
- აა ნუ ჩემ პონტში.
- და რა იყო რო?
- არაფერი დავალება მაქვს დღიური უნდა დავწერო.
- რაა? (იცინის) - ცოტახნის შემდეგ:
- გინდა ჩემი დგიურებიც გასესხო? (ალბათ ის იგულსხმა მგონი, რომ წერა რამოდენიმე დღე).Dაი, გო გოგო ჩვენი წერილები, სიზმრები, რაღაცეები, დგიური არაა?


p.s.  მე და ნინორე დღიურებს არა! ჩვენ მხოლოდ სულელურ ამბებს  ვწერთ!


  მოკლედ მხიარულ თამაშს აქ ვწყვეტ ;)

ტრალას დღე:  22-23 დეკემბერი 2008წ.
 
***


და ბოლოს: ნეტკა მე და შენ პლანეტის დღეებს შევქმნით, მერე კი სხვებს ვაჩუქებთ: ბაყაყებს, მელოტებს, თოჯინებს, რადიოშოკოლადის გნომებს და კიდევ იმ ბავშვებს ჩვებ, რომ ძალიან, ძალიან გვიყვარს. იმათაც ხომ ჩვენნაირი მოწყენილი თვალები და მაინც ღიმილიანი სახეები აქვთ. უბრალოდ, შენი თქმის არ იყოს და ომში გავიმარჯვებთ!

888

გზავნილი ბავშვებს , სადღაც სხვა პლანეტაში გამგზავრებამდე ...და კიდევ, ჯადოქარი შენც ხვდები უკვე ვინცაა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს