ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირცხულავა
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2015


ციკლიდან -

იმ ავადსახსენებელ ღამეს ოთხნი მოდიოდნენ. ჩემი ძმა ამოირჩია გალეშილმა მძღოლმა. წამს არ უცოცხლია, როგორც ამბობენ. გადარჩენილი სამი ბიჭიც ჩემი სოფლელია. მე კი ერთზე უნდა დავწერო. ჩემი ძმა გარდაცვლილი არ უნახავს, არ გაგვეკარა ის დღეები. დამინახავს და დაპატარავდება. საცოდავად მოიკუნტება, თავის სხეულს ვერ მიათრევს, უსაშველოდ მძიმე ეჩვენება , მგონია ! რაღაცნაირად დამნაშავედ გრძნობს თავს. არ იცის რა ქნას, ვერც მესალმება. სადაც უნდა დამლანდოს, გამირბის... ერთხელაც ვერ გამექცა. ორღობეში გამოვიჭირე :
- ბოლოს რა მოხდა, დაიყვირა ? ეტკინა ? რამე თქვა ? - იმ დღიდან არ მასვენებს ეს კითხვა.
- ბოლოს "ამაღამ იქნებაო" - ასე თქვა.
- რა იგულისხმა ნეტავ ? - არ ვეშვები თვითმხილველს.
- რა თქმა უნდა, ფეხბურთიო - მომიჭრა მოკლედ და ისევ გამექცა. მატყუებ მეთქი მივაძახე, მაგრამ ყური არ მათხოვა. მეც მძიმედ და ძუნძულით გავუყევი ვიწრო ორღობეს :
" მართლაცდა რა მნიშვნელობა აქვს, დინა, იცრუა თუ არა ამ ბიჭმა ?! ხომ ჰყოფნის, არა ხომ ჰყოფნის, ადამიანო, ის ტვირთი, მის ხელებში რომ სიკვდილმა გაიმარჯვა ?! ისიც ხომ ჰყოფნის, რომ არაფერი დაუშავებია და მაინც დამნაშავედ ცხოვრობს.... ისიც, რომ მან ერთადერთმა იცის, რა თქვა სინამდვილეში ! და ნახე, როგორ გიფრთხილდება, არ ამბობს ! არ გიყოფს ტკივილს ! მარტო ეზიდება, ამიტომაც მეჩვენება ალბათ ასე მძიმედ, ჩემს დანახვაზე რომ გარბის ხოლმე...
ვინძლო გმინავდა ბოლოს, ვინძლო იტირა, იყვირა, ეტკინა !
ან საერთოდაც გაიტრუნა და ჩუმად წავიდა მდუმარებაში მზის წასაღებად...
იქნებ გაიცინა სულაც ?!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს