ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: მთვარე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2015


აფსურდული ალეგორია



ცისარტყელებმა მომიყვანეს დღეს,  შენ სახლამდე,
(სცადე,  ეცადე და ალკოჰოლს არ დააბრალო)
ვიცი ამ განცდებს
ცოტა დარჩათ მიწის მიყრამდე
და წერა ითხოვს, წერილები, ქარს გაატანო.
ციცინათელებს გამოვრეკავ შენი სარკმლისკენ
ესემესებად, გაბრწყინდება პარაპეტები,
(განა არ იცი) ეს გზა მიდის
მხოლოდ,  საკნისკენ,
იქ მარტოობა, მელოდება განამეტები.
ჩემი ბოჰემა, ჩემი სტიგმა, ჩემი ბომონდი,
სცადე, ეცადე, დაივიწყო დარდებიანად,
მოდი, ჩამოდი..
დამენახე, სარკმელს მოშორდი..
ან თავს მოვიკლავ, შენს ეზოში, ვარდებიანად!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები